რაში სდებდა ბრალს რუსეთი კობა თოდუას და რა მოხსენება გაავრცელეს 2012 წელს ჟენევაში? (სტენოგრამა)
მოხსენება გავრცელებულია აფხაზეთის რესპუბლიკის დელეგაციის მიერ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს შორის 2012 წლის 11 ოქტომბერს.
აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თავის შეშფოთებას აფხაზეთის გალის რაიონში საქართველოს სპეცსამსახურების მხრიდან მიმდინარე ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით. მოქმედებები აფხაზეთის მცხოვრებთა წინააღმდეგ მიმდინარეობდა. ეს ჩვენი მოქალაქეების დაშინების ზომაა და რესპუბლიკაში მდგომარეობის დესტაბილიზაციის მცდელობა და სხვა არაფერი. კიდევ ერთხელ ვთვლით საჭიროდ, გამოვხატოთ სერიოზული შეშფოთება ჩადენილი დანაშაულებების გამო, რომელსაც, სამწუხაროდ, არ მოჰყვა სათანადო შეფასება არც ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების, არც მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
მიმდინარე 2012 წელს უნდა დასახელდეს სისხლის სამართლის საქმე დემიკო გუდას ძე ოკუჯავას და ოთარ მიხეილის ძე ჯღარკავას მიმართ, რომელთაც წაყენებული აქვთ ბრალდება ჯაშუშობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების შესახებ (არ სსკ მუხლები 274 და 217 ნაწ 1).
წინასწარი გამოძიებით დადგენილია, რომ ოთარ მიხეილის ძე ჯღარკავა დემიკო გუდას ძე ოკუჯავასთან ერთად შევიდა რა დანაშაულებრივ შეთქმულებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მესამე სამმართველოს უფროსის მაიორ კობა სერგოს ძე თოდუასთან, ამ უკანასკნელს დახმარებას უწევდნენ აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ მტრული საქმიანობის ჩატარებაში, საქართველოს სპეცსამსახურების მიერ დასახული მიზნების მისაღწევად. ო. ჯღარკავა და გ. ოკუჯავა 2011 წლის თებერვლიდან აწარმოებდნენ საქმიანობას აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს სამხედრო მოსამსახურე დენის ვლადიმერის ძე კაიმაკოვის საქართველოს სპეცსამსახურთან თანამშრომლობისათვის გადაბირების მიზნით, რომლისგანაც წერილობით ასევე ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერებისთვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებების მეშვეობით იღებდნენ და გადასცემდნენ კ. თოდუას მონაცემებს, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოს წარმოადგენდა. კერძოდ, ინფორმაციას პირადი და სამეთაურო შემადგენლობის შესახებ აფხაზეთში გალის რაიონის სოფ. თაგლანში დისლოცირებული რფ. ფუს. სს-ს სასაზღვრო საგუშაგოს გადაადგილების შესახებ და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანიზების შესახებ.
2012 წლის 15 მარტს გალის რაიონის სოფ.თაგლანში დ.გ. ოკუჯავას კუთვნილ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა ორი ხელყუმბარა სანომრე ნიშნებით 23011121-79 DA 2 9- 583. ოკუჯავა დ.გ. და ჯღარკავა ო.მ. დაკავებული იყვნენ 2012 წლის 16 მარტს, ხოლო 2012 წლის 17 მარტს მათ მიმართ სოხუმის საქალაქო სასამართლომ აირჩია აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრების სახით. ამჟამად გრძელდება წინასწარი გამოძიება.
აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, მისცენ პოლიტიკური შეფასება საქართველოს სპეცსამსახურების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე წარმოებულ ტერორისტულ საქმიანობას, რომელიც მიმართულია მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, აგრეთვე მიმართავს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, ჩაატაროს საქართველოს ტერიტორიიდან მომხდარი ტერორისტული აქტების საგულდაგულო გამოძიება და მოახსენოს სამხრეთ კავაკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ.
2013 წლის 26 მაისს აფხაზეთის უზნაესმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი 2012 წლის მარტში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გალის რაონის სოფ. თაგლანში მცხოვრები ჯემიკო ოკუჯავასა და ოთარ ჯღარკავას მიმართ.
როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახური (არ სუს) იუწყება, ოკუჯავას მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში სასჯელის მოხდით, ჯღარკავას კი 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში სასჯელის მოხდით.
საქართველოს სპეცსამსახურებთან ჯემიკო ოკუაჯავასა და ოთარ ჯღაკავას კონფიდენციალური თანამშრომლობა 2012 წლის თებერვალში დაიწყო. აფხაზეთის რეპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვის მონაცემებით, ოკუჯავა და ჯღარკავა გადაბირებულები იყვნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მესამე სამმართველოს უფროს, მაიორ კობა თოდუას მიერ, რომლისგანაც მიიღეს დავალება აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს სამხედრ მოსამსახურის, არ. რფ. ფუს-ს გადაბირების შესახებ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდიანარე, არ. რფ. ფუს-ს სამხედრო მოსამსახურე აგენტის ვინაობა არ გახმაურდება. შექმნილი აგენტურული ქსელის ძირითადი ამოცანა სახელმწიფო საზღვრის დაცვის ორგანიზების შესახებ ინფორმაციის შეგროვება იყო, – ნათქვამია არ სუს-ს პრეს-სამსახურის შეტყობინებაში. საკუთარი თავისთვის ფსევდონიმის „კოტ“ (კატა) მინიჭების შემდეგ რუსეთის ფუს-ს სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურებ თავისი ხელმოწერა ფარულ თანამშრომლობაზე გადასცა ქართველ რეზიდენტს მოკავშირეების _ ჯღარკავასა და ოკუჯავას მეშვეობით.
თავისი მუშაობის მანძილზე აგენტურულმა ქსელმა მოასწრო რუსეთის ფუს-ის სასაზღვრო სამსახურის საქმიანობის შესახებ იმ მონაცემების შეგროვება და გადაცემა, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენდა „კოტმა“ სასაზღვრო სამმართველოში სამსახურში ყოფნისას შეაგროვა სხვადასხვა მატარებლებზე ინფორმაცია და ჯღარკავასა და ოკუჯავას გადასცა მონაცემები სასაზღვრო საგუშაგოს საბრძოლო შემადგენლობის რუსეთის სასაზღვრო ბლოკსაგუშაგოების მოხმობის ნიშნების ახალი რადიოსიხშირეებისა და აგრეთვე იმ პირების შესახებ, რომლებთანაც სასაზღვრო სამმართველოს ოპერატიული განყოფილება სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მუშაობდა.
2012 წლის 12 მარტს სამხედრო დაზვერვის აგენტი აფხაზეთში, რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს სამხედრო მოსამსახურე დააკავეს ფუს-ის თანამშრომლებმა რუსეთის ტერიტორიაზე. 2012 წლის 15 მარტს საკონტრდაზვერვო ღონისძიებათა კომპლექსის ჩატარების შედეგად არ. ფუს-ის თანამშრომლებმა და რუსეთის ფუს-ის სასაზღვრო სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეებმა დააკავეს აგენტურული ქსელის დანარჩენი მონაწილეები. საგამოძიებო ღონისძიების დროს ოკუჯავამ უარი თქვა სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობაზე, ხოლო ჯღარკავა ძნელად, მაგრამ მაინც წავიდა კონტაქტზე. ერთ წელზე ოდნავ მეტი დასჭირდა საგამოძიებო ორგანოებს, რომ დაამტკიცონ ჯღარკავასა და ოკუჯავას მონაწილეობა ჯაშუშურ საქმიანობაში, – აღნიშნავს არ. სუს-ის პრეს-სამსახური.