რამზან კადიროვი მზადაა თანამდებობა დატოვოს

gggg1

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ საჭიროების შემთქვევაში მზადაა თანამდებობა დატოვოს. იუწყება სააგენტო ,,РИА Новости“. ,,მე ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის რიგითი ფეხოსანი ვარ. საჭიროების შემთქვევაში მზად ვარ ბრძანება შევასრულო და თანამდებობა დავტოვო, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. გარემოება მოითხოვს წავიდე? ესეიგი წავალ და თუ ქვეყნის გულისათვის სიცოცხლის გაწირვა იქნება საჭირო მზად ვარ მოვკვდე კიდეც. ცრუ პატრიოტები , რომლებიც დასავლეთის სპეცსამსახურების ბრძანებებს ასრულებენ, უნდათ ქვეყანა მეორე უკრაინად აქციონ, თუმცა მინდა მათ იმედები გავუცრუო, ეს არასოდეს არ მოხდება“ – აცხადებს ჩეჩნეთის პრეზიდენტი . რამოდენიმე დღის წინ კადიროვმა რუსეთის ძალოვან უწყებას შეახსენა, რომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარებული ნებისმიერი სპეცოპერაცია, მასთან შეუთანხმებლობის გარეშე უკანონოდ გამოცხადდება და ის იძულებული გახდება ,,უკანონო“ ოპერაციაში მონაწილე პირების მიმართ, მოსკოველები იქნებიან ისინი თუ, სტავროპოლელები მნიშვნელობა არააქვს, ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცეს. აღნიშნული საკითხი ჩეჩნეთის მეთაურმა, რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომაზე დააყენა. როგორც გაირკვა ხმამაღალი  განცხადების მიზეზი, 19 აპრილს რუსი სამართალდამცავების მიერ, ფედერალურ ძებნაზე მყოფი, მძიმედ დაჭრილი ჯამბულატ დადაევის მკვლელობა გახდა, რომელიც გროზნოს ლენინის რაიონში მოკლეს. სპეცოპერაციაში მონაწილეობა ხანკალაში დისლოცირებული, რუსეთის შინაგანი უწყების,დროებითი ოპერატიული ჯგუფის, სტავროპოლელმა პოლიციელებმა მიიღეს.