რამზან კადიროვი: „იარაღში მტრისთვის მიმართული ერთი ტყვია ყოველთვის მიდევს”
ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა, უკრაინის რადას დეპუტატის იგორ მასიიჩუკის მიერ, მისი ფოტოს ავტომატის ჯერით დაცხრილვას ავადმყოფული საქციელი უწოდა. ,,ის ავადმყოფია დ უბრალოდ მხდალი. არაუშვას, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ჩვენ სად შევხვდებით ერთმანეთს მხოლოდ განგებამ იცის. მინდა მასიიჩუკს შევახსენო, წელზე მიმაგრებულ იარაღში ერთი ტყვია მტრისთვის ყოველთვის მიდევს“ – ირონიულად განაცხდა კადიროვმა. რამოდენიმე დღის წინ, უკრაინის რადას დეპუტატმა იგორ მასიიჩუკმა, ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის ფოტო ავტომატის ჯერით დაცხრილა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის პროკურატურამ, სამი უკრაინელი დეპუტატის მიმართ ტერორისტული საქმიანობის მოწოდების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა .ინფორმაციას «Вести.FM» ავრცელებს.