რამზან კადიროვი: „ამერიკა მშვიდობის დამცველი პოლიციელის როლს ვეღარ ირგებს“

Ramzan Kadyrov

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რამზან კადიროვი, ერაყში მომხდარ ტეორორისტულ აქტს ეხმაურება და საკუთარი ფეისბუქის გვერდზე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს. ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ დამაარსებლებს არაფერი აქვთ საერთო ისლამთან. დღეს 120 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მორიგ ტერორისტულ აქტს ერაყში, მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს ორგანიცაზია დასავლეთის მიერ შემქნილი ახალი იარაღია, რომლის მთავარი მიზანი ძველი ცივილიზაციების მოსპობაა. წყეულიც იყვნენ, ვინც ამ წმინდა დღეს სისხლი დაღვარა. მინდა ახალგაზრდა მუსულმანებს მოვუწოდო, რომ ხმა ამოიღონ, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება ეს პირდაპირ კავშირშია ისლამის წინააღმდეგ მიმართული ძალების ინტერესებთან. დასავლეთს აწყობს რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი უვადო ომები, რადგან ამერიკა მშვიდობის დამცველი პოლიციელის მანტიას ვეღარ ირგებს. მინდა მათ ვუთხრა, შურისძიება იქნება მკაცრი და სასტიკი“ – აცხადებს კადიროვი.