რა ღირს ქართველი სელებრითების ფასიანი ვიდეომილოცვები?!
„შეუკვეთეთ ვიდეომიმართვა ნებისმიერი საბაბით: დაბადების დღის ან ქორწილის მილოცვა, უბრალოდ დაუსვით კითხვა ან მიიღეთ რჩევა ცნობილი ადამიანისგან“, – ასეთი მიმართვა გაავრცელა დღეს სოციალურ ქსელში საიტმა celeb.ge-მ.
აღნიშნულ განცხადებას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, ირონიულიც.
ბუნებრივია, საკითხით დავინტერესდით და „ქრონიკა+“-მა რამდენიმე კითხვით მიმართა შპს „ემსი ჰოსთის“ დირექტორ მიხეილ მაისურაძეს:
_ მიხეილ, რა ღირს თქვენთან ცნობილი სელებრითის საახალწლო მილოცვა?
_ 99 ლარი.
_ ეს თანხა ნაწილდება ცნობილ ადამიანზე თუ კომპანიას რჩება?
_ ეს კომერციული საიდუმლოებაა და ამის თაობაზე არ ვსაუბრობთ.
_ ეს ყველაფერი პანდემიის პერიოდს უკავშირდება თუ?..
_ რა თქმა უნდა, მუშაობას გავაგრძელებთ. ბევრი ანალოგიური საიტია მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოში ჩვენ გავაკეთეთ.
_ ცნობილი ადამიანებისგან თანხმობა გაქვთ?
_ რა თქმა უნდა.
გიორგი საკარული