პუშკოვი პოროშენკოს პრემიერ მინისტრად სააკაშვილის დანიშვნას ურჩევს

ე

რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსეი პუშკოვი, უკრაინის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის პრემიერ მინისტრად დანიშვნას ურჩევს. აღნიშნული ინიციატივა რუსმა პოლიტიკოსმა საკუთარი ,,ტვიტერის“ გვერდზე დადო. ,,პარაშენკოს ახალი სიტყვა. თუ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ქართველი და რაც მთავარია სააკაშვილის გუნდის წევრი მოიაზრება, რატომ არ უნდა იყოს ქვეყნის პრემიერ მინისტრი მიხეილ სააკაშვილი? იდეალური გარემო, იდეალური ქვეყნისთვის“ ირონიულად წერს პუშკოვი. როგორც ცნობილია უკრაინის პარლამენტის პირველ სხდომაზე, დეპუტატებმა კანონპროექტში ცვლილება შეიატანეს, რომლის მიხედვითად ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობის უფლება უცხოელებსაც მიეცემათ. გავრცელებული ინფორმაციით უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე შესაძლოა, სააკაშვილის გუნდის წევრი და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დაინიშნოს.