პუტინმა ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური თანამდებობიდან გადააყენა

sar4

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური თეიმურაზ მამსუროვი თანამდებობიდან გადააყენა. იუწყება სააგენტო РИА «Новости». ,,პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობას, დროებით ტამერლან კიმოს-ძე აგუზაროვი დაიკავებს. ის საკუთარ უფლებამოსილებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი პირის დანიშვნამდე შეასრულებს” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. ტამერლან აგუზაროვი რუსეთის დუმის წევრია და ის ქვეყნის პარლამენტში ,,Единой Росси”-ას წარმოადგენს, რომელიც მანამდე ჩრდილოეთ ოსეთის სასამართლოს ხელმძღვანელობდა