პენტაგონი ერაყში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას განიხილავს
პენტაგონის შეფის ჩაკ ჰეიგელის განცხადებით, შტატები ერაყში, ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას განიხილავს. ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუს დროს ამერიკელმა გენერალმა განაცხადა, რომ ამერიკელები საომარ ოპერაციებში პირდაპირ არ ჩაერთვებიან და ისინი ძირითადად ერაყელ კოლეგებს სადაზვერვო მონაცემებს მიაწვდიან. ,,როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, ჩვენ მხოლოდ საჰაერო ავიადარტყმებით შემოვიფარგლებით, თუმცა სიტუაციის სრული კონტროლის მიზნით, დღის წესრიგში ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ქსელის წინაარდეგ სახმელეთო ოპერაციის წარმოებაც დგას. დრო გაიწელა, თუმცა არ ვაპირებთ საბრძოლო მოქმედებებში პირდაპირ ჩართვას. ჩვენ ძირითად ამოცანას სადაზვერვო მონაცემების, ერაყელი კოლეგებისათვის მიწოდება წარმოადგენს“ – განაცხადა ჰეიგელმა.2014 წლის მანძილზე,,ისლამისტური სახელმწიფოს“მებრძოლებმა ერაყის და სირიის ტეროტირიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავეს. მათ წინააღდეგ იბრძვიან, როგორც ადგილობრივი სახელისუფლებო და კოალიციური ძალები, ასევე ერაყელი და სირიელი ქურთებიც.