პალატის სპიკერი: „კონგრესმენები ირანთან ბირთვულ გარიგებას მხარს არ დაუჭერენ“
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის ჯონ ბაინერის განცხადებით, კონგრესმენები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ირანთან მიღწეული ბირთვული გარიგება არ შედგეს,იუწყება სააგენტო Reuters-ი. მისი თქმით ,,ირანთან გაფორმებული ბირთვული გარიგება, ამერიკის მოსახლეობის მშვიდობიან ცხოვრებას საფრთხეს უქმნის და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს საშიშროება შევაჩეროთ. პრეზიდენტის გუნდის წევრებთან შეხვედრის დროს, კონგრესმენებმა მკაცრი განცხადებები გააკეთეს და მოსთხოვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ირანთან ბირთვული გარიგება შეაჩერონ. მე მჯერა, რომ კონგრესმენთა უმრავლესობა, შეთანხმების წინააღდეგ გამოვა“ აცხადებს ბატონი ბაინერი. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ირანთან ბირთვული გარიგების ტექტსი, კონგრესს განსახილველად ორშაბათს გადაეგზავნა.