პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნება“ სახლში უნდა გავუშვათ“
საქართველოში უკვე დიდი ხანია მესამე ძალის შექმნას ელოდებიან. მესამე ძალა ბუნებრივად ვერ ჩამოყალიბდა. ეს სახელი „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დაირქვა. რასაც მათი ოპონენტების მხრიდან ქილიკი მოჰყვა. რატომ გადაირქვეს სახელი, რატომ მიაჩნიათ თავი ნამდვილ მესამე ძალად, ვინ გადაიმტერეს განსაკუთრებულად? _ ამის შესახენ „ქრონიკა+“-ს პარტიის ერთ=ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე ესაუბრება.
_ იყავით „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ცოტა ხნის წინ პარტიას სახელად „მესამე ძალა“ დაარქვით. ამაზე თქვენმა ოპონენტებმა ბევრი იღადავეს. საინტერესოა, რატომ აირჩიეთ ეს სახელი?
_ ამაში საღლაბუცოს და საღადაოს ვერაფერს ვერ ვხედავ. ჩვენი ოპონენტები მესამე ძალის იდეამ დააფრთხო და ეს ყველაფერი აქედან მოდის. ყველა პარტია და პოლიტიკური ძალა ცდილობს კონნკრეტული გზავნილით წარსდგეს საზოგადოების წინაშე. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. „სტრატეგია აღმაშენებელისთვის“ სახელი არ გადაგვირქმევია. უბრალოდ მესამე ძალა არის გზავნილი იმ ადამიანებისთვის, ვინც დაიღალა წინა ხელისუფლებით და აღარც „ქართული ოცნება“ აღარ უნდა.
ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ნაციონალების და „ქართული ოცნების“ მომხრეების ჩვენს მხარეზე გადმოყვანას შევძლებთ. ელექტორატის შენარჩუნებაზე ძალიან დიდი ფული იხარჯება. ჩვენი გზავნილი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლება არ სურთ. „მესამე ძალა“ არის თავისუფალი, ზეპარტიული ძალა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და იაქტიუროს.
_„მესამე ძალაში“ ნაციონალებიდან გრიგოლ ვაშაძე შემოგიერთდათ, თქვენთან მოვიდნენ რესპუბლიკელებიც. ამასაც მოჰყვა ქილიკი და ერთი ამბავი.
_ ვერ ვხვდები რა იყო ამაში საღადაო. ამაზე სოციალურ ქსელებში მიდიოდა ღადაობა. ჩვენ ძალიან კარგი ჯგუფი გვყავს, რომელიც სოციალური ქსელებს სწავლობენ. „მესამე ძალასთან“ დაკავშირებით აპოლიტიკური და არადაინტერესებული ადამიანები არ ქილიკობენ. „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ტროლები და ბოტები ნაციონალებთან ერთად შეხმატკბილებულად ღადაობენ და ღლაბუცობენ ჩვენზე.
მათ ქმედებებს ბუნებრივია აქვს ახსნა. ერთი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში მე ვარ მთავარი ოპოზიციური პარტია. ხოლო მეორე ამ მთავარი ოპოზიციური ძალის ხელისუფლებაში დაბრუნებით მანიპულირებს ამომრჩეველზე. ეს არის და ეს. დიდი ხანია ამ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ. ეს მოჯადოებული წრე ყველამ ერთად უნდა გავარღვიოთ.
_ შეძლებს თქვენი „მესამე ძალა“ ამ მოჯადოებული წრის გარღვევას? შეძლებთ გახდეთ ნამდვილი მესამე ძალა?
_ ამის გაკეთება ახლა ძალიან ძნელი იქნება. პანდემიიდამ გამომდინარე კარდაკარ ვერ ვივლით და ყველას ვერ ავუხსნით, თუ რაში მდგომარეობს მესამე ძალის იდეა. ვცდილობთ შეძლებისდაგვარად ადამიანებამდე მივიტანოთ, თუ რას ნიშნავს მესამე ძალა.
დღეს ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. იმისთვის რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს „ოცნება“ სახლში უნდა გავუშვათ. ჩვენ ამომრჩეველს ვეუბნებით, არცერთი ხმა „ქართულ ოცნებას“, ნებისმიერი ოპოზიციური პარტია აირჩიეთ, მაგრამ არ შემოხაზოთ 41 ნომერი.
_ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას როცა ამბობთ, ნაციონალებსაც გულისხმობთ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თქვით, ნაციონალები და ქოცნების ტროლ-ბოტები შეხმატკბილებულად გვებრძვიანო.
_ რა თქმა უნდა ნაციონალებსაც ვგულისხმობ. მათსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება. უნდა შევიგნოთ, რომ ეს არჩევნები არის ჩვეულებრივი რეფერენდუმი. ამიტომ ხალხმა ნებისმიერი ოპოზიციური პარტია უნდა აირჩიოს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ არცერთი ხმა არ უნდა მიიღოს. ეს ძალა საქართველოსთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის სერიოზული საფრთხე გახდა. საფრთხეში მარტო ქვეყნის უსაფრთხოებას არ ვგულისხმობ. „ოცნების“ მმართველობამ ეკონომიკურადაც ძალიაჯ დაგვაზარალა. ქვეყანა არის სრულ სიღატაკეში.
_ ყველა ოპოზიციონერი იმას ამბობთ, რომ მოსახლეობამ ნებისმიერი პარტია უნდა შემოხაზოს „ქართული ოცნების“ გარდა. ვთქვათ დაგიჯერათ ხალხმა და არ შემოხაზა „ოცნება“, ოპოზიციამ ჯამში აიღო 57%-ზე მეტი. რა გარანტია გაქვთ რომ ვადამდელი არჩვნები იქნება? ხელისუფლებამ ნათლად თქვა, რომ დადებულ პირობას არ შეასრულებენ. ამ პირობის თანახმად ისინი ვადამდელს დათანხმდებოდნენ, თუ 43%-ზე ნაკლებს აიღებენ.
_ ეს პირობა შარლ მიშელის დოკუმენტშია ჩადებული. რომელსაც გასულ კვირას ნაციონალურმა მოძრაობამაც მოაწერა ხელი. ეს მაზე მიუთითებს, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით, როცა 19 აპრილს დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ. შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, საქართველოს უნდა ჰქონდეს სამართლიანი სასამართლო და აქ უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. შეთანმხებაში ასევე წერია რომ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა არ შეძლება. წერია ისიც, რომ თუ ხალხი უნდობლობას გამოუცხადებს ხელისუფლებას, ის სახლში უნდა წავიდეს. ახლა ძალიან მაინტერესებს, რას აპროტესტებს „ქართული ოცნება“ და რომელი მუხლიდან გავიდა.
დემოკარტიული არჩევნები, თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო არის ევროპული გზა. ხელისუფლება, რომელიც ევროპული გზიდან გადაუხვევს, ის რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ ქვეყნის მართვას. ეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში უნდა მოხდეს. ამაში ჩვენ ვართ უკომპრომისოები. სამწუხაროდ, ჩვენ ამ აზრის მიტანა საზოგადოებამდე გვიჭირს.
_ რატომ გიჭირთ ამ აზრის საზოგადოპებამდე მიტანა?
_ პანდემიის გამო კარდაკარ ვერ ვივლით. ჩვენ ქვეყანაში არსებობს ეკონომიკის., პოლიტიკის მონოპოლია. ამას სამწუხაროდ აზრის და სიტყვის მონოპოლიაც დაემატა. ამას ვებერძვით ახლა. იმედი მაქვს რომ ჩვენი თავდადებული ბრძოლა შედეგს გამოიღებს.
_ თქვით უკომპრომისო ბრრძოლა იქნება, კონსტიტუციური გზით რომ გავუშვათ ეს ხელისუფლებაო. პანდემიის პირობებში ამის გაკეთებას როგორ აპირებთ?
_ თუ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წავა და არჩევნებს გააყალბებს, ის უნდა გავუშვათ სახლში. ხალხს ამის სრული უფლება აქვს.
_ რევოლუცია გაქვთ მხედველობაში?
_ რა საჭიროა რევოლუცია? არჩევნები თუ გაყლბდება, აღშფოთებული ხალხი გამოვა ქუჩაში და ეს ხელისუფლება იძულებული გახდება ვადამდელი სა[არლამენტო არჩევნები დანიშნოს.
_ ბევრი ხალხი თუ გამოვა ქუჩაში, ხელისუფლება კი დანიშნავს ვადამდელს, მაგრამ არ გამოდის ხალხი და როგორ აპირებთ მათ გამოყვანას.
_ ქვეყანაში ბევრად მეტი ადამიანია, ვისაც „ოცნების“ შეცვლა უნდა,. ვიდრე ვისაც სააკაშვილის ჩამოსვლა სურს. მიშას სრული უფლება აქვს ჩამოვიდეს ქვეყანაში, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მთავარი თემა. ყველა არჩევნების წინ „ქრთული ოცნება“ ამაზე აპელირებს და ამით აშინებს ხალხს. ეს უნდა დასრულდეს. ამიტომ ვამბობთ, რომ ქვეყანას სჭირდება მესამე ძალა.
ჩვენ გვინდა რომ საქართველოს დედაქალაქი იყოს ევროპული ქალაქ. ევროპული ქალაქი ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს, მეტ სისუფთავეს, მეტ ეკოლოგიას, ნაკლებ კრიმინალს, მეტ უსაფრთხოებას და ა.შ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ჩვენ წარვადგინეთ სერგო ჩიხლაძე. ის ჩემი მეგობარია. სწავლობდა ამერიკაში. სხვადასხვა დროს ამერიკის პრეზიდენტებისგან მიღებული აქვს სიგელები. ევროპის მასშტაბით არის ჯანდაცვიის ექსპერტი. რა პროგნოზიც გააკეთა, სამწუხაროდ, ყველაფერი ასე ვითარდება. მისი რჩევები არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ.
თბილისის მერობის კანდიდატად „მესამე ძალაში“ შემავალმა პარტიებმა შეთანხმების შედეგად შევარჩიეთ თამუნა კეკენაძე. თამუნა მუშაობდა ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. თავდაცვის სამინისტროში იყო ძალიან მაღალ თანამდებობაზე. დამტკიცებული აქვს რომ ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია. თამუნაც და სერგოც კარგად აუხსნია ამომრჩეველს, თუ რას ნიშნავს მესამე ძალა.
შორენა მარსაგიშვილი
_