ოდესაში საოფისე ცენტრი ააფეთქეს

ტარ

ოდესის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი ააფეთქეს, სადაც ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში ,,ანტიტერორისტულ“ სპეცოპერაციაში მონაწილე უკრაინელი სამხედროებისათვის დასახმარებელ ჰუმანიტარულ ტვირთს აგროვებდნენ. სააგენტო ,,ტაიმერის“ მონაცემებით, ადგილობრივი დროით 01სთ-30წთ-ზე, ადმირალის პროსპექტზე მდებარე საოფისე ცენტრის პირველ სართულზე განთავსებული,სპეც პუნქტი აფეთქდა.საბედნიეროდ აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა,ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც გაირკვა, ქალაქის საოფისე ცენტრის რეკონსტრუქცია, საქალაქო ადმინისტრაციის დეპუტატის ალექსანდრე ბორნიაკოვის კუთვნილმა კომპანიამ განახორციელა, რომელიც პოლიტიკური პარტია ,,ბატკივშინას“ წევრია. ოთხშაბათს 3 დეკემბერს უცნობმა პირებმა, უკრაინული სიმბოლიკებით მოვაჭრე მაღაზია ,,პატრიოტი“ ააფეთქეს. სამართალდამცავებმა აფეთქების სიმძლავრე 300 გრამი ტროტილის ექვივალენტით შეაფასეს.