ობამამ ტუსკთან სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის წინააღმდეგ ახალი გეგმა განიხილეს
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ევროპის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა, რუსეთის ფედერაციის წინააღდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები სატელეფონო საუბრის დროს ძირეულად განიხილეს. მხარეები მიიჩნევენ, რომ რუსეთის წინააღდეგ სანქციების მოხსნა მინსკის შეთანხმების პირობების შესრულებამდე უბრალოდ არც განიხილება. ,,ისინი შეთანხდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენდა. მინსკის შეთანხმების პირობების შეუსრულებლობამდე მოსკოვი მკაცრი სანქციების რეჟიმში გააგრძელებს ცხოვრებას. ობამამ და ტუსკმა სიტუაციის გართულების შემთხვევაში,რუსეთის წინააღდეგ ახალი მკაცრი ნაბიჯების გადაგდმაც განიხილეს.“ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა.