ობამა: „სულ ცოტაც და რუსეთი მსოფლიო ეკონომიკური რუქიდან გაქრება“
ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით ,,შტატები საკუთარ თავს უკეთესად მაშინ ფლობს, როდესაც მტერი სამხედრო ძალის დემონსტრირებას ახდენს“ – აღნიშნული მოსაზრება ქვეყნის პრეზიდენტმა 20 იანვარს, კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს გააჟღერა. ,,მე ამერიკული, გონივრული პოლიტიკის მჯერა. მე მჯერა ჩემს მიერ შემქნილი კოალიციის, რომელიც ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას წარმატებულად ახორციელებს. აქტიურად ვუჭერთ მხარს უკრაინულ დემოკრატიას და ყოველნაირად ვცდილობთ რუსული აგრესიის შეჩერებას. უკრაინის მიმართულებით, ნატოს ქვეყნები აქტიურად მუშაობენ. ჩვენი ძირითადი იარაღი, მოქნილი დიპლომატიაა. გასულ წელს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, შევიმუშავეთ ეკონომიკური სანქციების მთელი პაკეტი, რომელიც რუსეთს შეაჩერებს. კრემლის მიერ წარმოებული პოლიტიკა რუსულ ეკონომიკას დაანგრევს და ამერიკა სულ უფრო და უფრო მტკიცედ წარმოჩინდება მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე. შტატები საკუთარ მოკავშირეებთან ერთად მტკიცედ დგას, მაშინ როდესაც რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური მოდელი კრახს განიცდის .ჩვენი უპირატესობა გადაწყვეტილებების სწრაფი ტემპით მიღებაშია, ეს დიდი ერთობაა რომელსაც შენარჩუნება უნდა, სულ ცოტა დრო და რუსეთი მსოფლიო ეკონომიკური რუქიდან გაქრება“ – ამაყად კეკლუცობდა ობამა კონგრესის ტრიბუნაზე.