ნეპალში მომხდარმა მიწისძვრამ ევერესტის სიმაღლე შეამცირა

დსფ

როგორც ,,The Huffington Post”-ი მეცნიერთა ჯგუფზე დაყრდნობით წერს, 25 აპრილს ნეპალში მომხდარმა მიწისძვრამ, ევერესტის სიმაღლე შეამცირა. გეოფიზიკის არაკომერციული კონსორციუმის ,,UNAVCO”დასკვნით, ბუნებრივი კატაკლიზმის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთის სიმაღლემ  2,54 სანტიმეტით მოიკლო. მეცნიერების მტკიცებით, ისინი დასკვნებს, ევროპული ხელოვნური თანამგზავრიდან «Страж-1» მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებენ, რომელიც ჯომოლუნგაზე მუშაობის შედეგად 29 აპრილს მოიპოვეს. გარემოს დაცვის გაერთიანებული ინსტიტუტის პროფესორი, როჯეპ ბილხამი თავის მხრივ ამტკიცებს ,რომ ევერესტის სიმაღლემ მხოლოდ რამოდენიმე მილიმეტრით მოიკლო, სამაგიეროდ  ანაპურას მთიანი მასივის სიმაღლემ, რომელიც ასევე ჰიმალაიზე მდებარეობს, მიწისძვრის შემდეგ 20 სანტიმეტრით მოიმატა. თავის მხრივ დასკვნების ახალი შედეგები გერმანიის აეროკოსმოსურმა ცენტრმაც გამოაქვეყნა. გერმანელი მეცნიერების მონაცემებით, კატმანდუს მიწის გეოგრაფიულმა სიმაღლემ (88,5კმ-29კმ.2500 კვადრატული კილომეტრი) 91 სანტიმეტრით მოიმატა.