ნაძეჟდა სავჩენკო ნოვო ჩერკასკში ჩიკატილოს საკანში მოათავსეს
გასამართლებული უკრაინელი მფრინავი ნაძეჟდა სავჩენკო, მოსკოვიდან სარკინიგზო ვაგონით, რომელიც სამგზავრო მატარებელზე იყო მიბმული, ნოვო ჩერკასკის N-3-ე საგამომძიებლო იზოლატორში გადაიყვანეს. მას შემდეგ რაც ვაგონი სამგზავრო ეშელონს მოხსნეს, სამართალდამცავებმა სავჩენკოს კარი გაუღეს და ცოცხალი კორიდორის გავლის შემდეგ, უკრაინელი მფრინავი, მსუბუქ ავტომობილში მოათავსეს. ნოვოჩერკასკის N-3-ე იზოლატორი იმითაა ცნობილი, რომ აღნიშნულ იზოლატორში ელოდებოდნენ საკუთარ განაჩენს მკვლელი მადუევი და მანიაკი ჩიკატილო. ნაძეჟდა სავჩენკოს, ეგრეთწოდებულ ,,ოდინოჩკაში“ მოუწევს ჯდომა. უკრაინელი მფრინავის დამატებითი სასამართლო მოსმენები 30 ივლისს დაიწყებდა ის დახურულ რეჟიმში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სავჩენკოს ადვოკატებმა რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურაში, სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმის როსტოვის ოლქში გადაგზავნის შესახებ, გაასაჩივრეს და აღნიშნული მასალების უკან, მოსკოვში დაბრუნება მოითხოვეს. ნაძეჟდა სავჩენკოს რუსეთის ფედერაცია, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს, ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინელ მფრინავს გისოსებს მიღმა 25 წლის გატარება მოუწევს.