ნათია თურნავა: „გათვლას ვაკეთებთ ხარისხიან ტურისტებზე“

“გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, “ხარისხიანი” მხარჯველუნარიანი და ამავდროულად, უსაფრთხო ტურისტია.

„გაცილებით უფრო სენსიტიური და მტკივნეულია, რომ ჩვენი, საქართველოს მოქალაქე მგზავრობს ტაქსით და გაუძვირდათ მგზავრობა, ამიტომაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, ვიდრე ჩამოსულ ტურისტზე, რომელსაც მერწმუნეთ, წინასწარ ექნება ეს ბიუჯეტში გათვლილი, ჩვენ ახლა გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე, რომელიც უფრო მხარჯველუნარიანია… მხარჯველუნარიანი და ამავდროულად, უსაფრთხო ტურისტი,“ – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, არც სახელმწიფოს და არც ტურისტულ სექტორს არ აქვს იმის ილუზია, რომ რეგულარული ფრენების განახლებისთანავე სრულყოფილად აღდგება ტურისტული ცხოვრება.

გიორგი საკარული