მოსკოვში ჯუნა დავითაშვილი გარდაიცვალა
ქალაქ მოსკოვში, 66 წლის ასაკში ექსტრასენსი ჯუნა დავითაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას საკუთარ ბლოგზე მსახიობი სტანისლავ სადალსკი ავრცელებს. ,,ჯუნა ორი დღე კომაში იმყოფებოდა, დღეს კი გარდაიცვალა. ის საკუთარ სახლთან ახლოს მაღაზიაში ჩავიდა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ჯუნა ქუჩაში უგონო მდგომარეობაში იპოვა” – წერს სადალსკი. მისი თქმით ექსტრასენსი სისხლის მიმოქცევის სერიოზულ პრობლემას განიცდიდა. ჯუნა დავითაშვილი 1949 წელს ყუბანში დაიბადა. სიცოცხლის ბოლომდე ის წერდა ლექსებს, ხატავდა, მღეროდა და სცენაზეც ხშირად გამოდიოდა.