მოსკოვში მოხვედრა კიდევ ერთმა ქართველმა ,,კანონიერმა ქურდმა “ვერ შეძლო

ტ

როგორც ინტერნეტ გვერდი «Прайм Крайм»-ი იუწყება, გასული კვირის უქმეებზე, სალონიკოვის აეროპორტში , ორგანიზებული დანაშაულის წინააღდეგ მებრძოლი, სპეციალური განყოფილების თანამშრომლებმა, 40 წლის ქართველი ,,კანონიერი ქურდი“ ზვიად პაპიაშვილი დააკავეს, რომელსაც კრიმინალური სამყარო ზვიად ტბილისკის სახელით იცნობს. სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებული ,,ზაკონნიკი“ მოსკოვის მიმართულების გაფრენას უნგრეთის რესპუბლიკის მოქალაქის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტით სცდილობდა. როგორც გაირკვა მეორე დღეს ,,კრიმინალური გენერალი“ სასამართლოს წინაშე წარსდგა და ყველასაგან მოულოდნელად ,,შეუბრალებელმა“ მოსამართლემ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯა. თუ რა მიზეზით ეძახდნენ მშობლიურ მოსკოვში ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტს ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე კვირის წინ, რუსეთის დედაქალაქში მოხვედრა კიდევ ერთმა, ეგრეთწოდებულმა ქართველმა ,,კანონიერმა ქურდმა“ ლაშა ჯელაძემ(რაჭა) ვერ შეძლო, რადგან მოსკოვისაკენ მიმავალ გზაზე მას ბელორუსი სამართალდამცავები გადაეღობენენ.