მთვარის „დამპყრობი“ ამერიკული დროშა აუქციონზე გაიყიდა
ბოსტონის ერთ ერთ აუქციონზე, ამერიკული დროშა გაიყიდა, რომელმაც თავის დროზე, 1969 წლის მაისში ,,აპოლონ10“-ის ეკიპაჟთან ერთად მთვარეზე დაშვების მისია წარმატებით შეასრულა. მედიის მიერ გავრცელებული მონაცემებით, ისტორიული დროშა, რომელიც ამერიკული კოსმოსური მისიის მაშინდელი ხელმძღვანელის ტომას სტაფორდის პირად კოლექციაში ინახებოდა, აუქციონზე 54,4$ათას ამერიკულ დოლარად გაიყიდა. დროშის ქვედა მხარეს, კოსმონავტების მერ გაკეთებული წარწერა ამშვენებს ,,1969 წლის მაისში აპოლონ 10-ით მოვფრინდით მთვარემდე“ ტომ სტაფორდი და იუჟინ სერნანი!“