მახაჩკალაში (კაფეში) შეიარაღებულ დაპირისპირებას ოთხი ადამიანი ემსხვერპალა

გი33

მახაჩკალაში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი პირი პოლიციელია. ინფორმაციას დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით, სააგენტო РИА Новости-ი ავრცელებს. როგორც ინფორმაციით ირკვევა, ინციდენტი პარასკევს ,1 მაისს, გვიან ღამით, რასულ გაზმატოვის ქუჩაზე მდებარე რესტორან ,,გამბიტში” მოხდა. წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილი პოლიციელი, სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ,,ამჟამად მიმდინარეობს სამძებრო, საგამომძიებლო სამუშაოები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. წინასწარი ვარაუდით, კონფლიქტში მონაწილე პირების დაპირისპირება ფინანსურმა პირამიდამ გამოიწვია, შეკამათების შემდეგ, დაპირისპირებული მხარეები რესტორნის ეზოში გავიდნენ და ჩხუბი შიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. საბოლოოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას, ადგილობრივი, რაიონული საგამოცდო ცენტრის, სარეგისტრაციო განყოფილების უფროსი შამილ ტაალოვი ემსხვერპლა. მძიმედაა დაჭრილი, ადგილობრივი საპენსიო ფონდის, საკონტროლო სარევიზიო განყოფილების უფროსი მუსალოვ ომაროვი” – აცხადებს ინფორმაციის წყარო.