ლორდთა პალატის ვიცე სპიკერი კოკაინის მოხმარებაზე წაასწრეს
ბრიტანელმა პოლიტიკოსმა ჯონ სიუელმა კვირას 26 ივლისს, ლორდთა პალატის სპიკერის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც გაზეთმა The Sun -მა ვიდეო მასალა გაავრცელა, სადაც ის დახვეული ფულის კუპიურის გამოყენებით, კოკაინს ისუნთქვას. როგორც ტაბლოიდი გვამცნობს, აღნიშნულ მომენტში 69 წლის ბრიტანელი პოლიტიკოსი, ორ მეძავთან ერთად იმყოფებოდა. ცოლშვილიანი სიუელის საქმეს პოლიცია შეისწავლის. კოკაინის მოყვარულ ბრიტანელს ჯერჯერობით, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, თანამდებობა, რომელიც მას ლორდთა პალატაში ეკავა, პირდაპირ ავალდებულებდა, კოლეგების თავშეკავებული ქცევისათვის ყურადღება მიექცია.