კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყოფა
პრემიერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყოფა.
„კულტურისა და სპორტის სამინისტრო როგორც იყო ადრე განათლების სამინისტროდან გამოიყოფა. ეს დამოკიდებულია იმ საკანონდმებლო და სამართლებრივ პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ, რომ თებერვლის თვეს ეს არ გადასცდება”, – განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების სხდომა მიმდინარეობს.
გიორგი საკარული