კიევის ცენტრში მომიტინგეები საომარი მოქმედებების ზონაში დაკარგული პირების მოძებნას ითხოვენ

ს

კიევის ცენტრში ,,ანტიტერორისტული სპეცოპერაციის“ წარმოების დროს, აღმოსავლეთ უკრაინაში უგზოუკვლოდ დაკარგული სამხედროების ნათესავები მიტინგს მართავენ. მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა უგზოუკვლოდ დაკარგული პირების მოძებნაა. დამოუკიდებლობის მოედანზე, უკრაინის 80-ე აერომობილური ბრიგადის, ლვოვის ოლქის ტერიტორიული დაცვის სპეციალური ლეგიონის, პირველი სატანკო გვარდიის ბრიგადის და მოხალისეთა ბატალიონის ,,აიდარის“ მეომრების ნათესავები შეიკრიბნენ. ,,ჩვენ არავინ არაფრად გვაგდებს, ამ ხნის მანძილზე სახელმწიფოს ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს ჩვენი შვილების და ოჯახის წევრების მოსაძებნად. დაგვიბრუნონ ჩვენი ოჯახის წევრები, თუნდაც მკვდრები, მაგრამ ვიცოდეთ თუ სად განისვენებენ ისინი. ხელისუფლებაში მოკალათებული პირები საკუთარი პორტფელების სიმყარეზე უფრო მეტად ზრუნავენ, ვიდრე ჩვენი დაკარგული ბიჭების ბედის გარკვევაზე. რისთვის იომეს?? ან ვისთვის დაიღუპნენ? ჩვენ სამართალს ვითხოვთ, აქ გასაკვირი არაფერია, ეს მთავრობას ბუმერანგივით მოუტრიალდება“ – აცხადებენ აქციაში მონაწილე პირები.