იუნესკო: „საუკუნის ბოლომდე უამრავი ენა გაქრება“
იუნესკოს მონაცემებით, მიმდინარე საუკუნის ბოლოს, მსოფლიოში არსებულ ენათა უმრავლესობა გაქრება. როგორც ორგანიზაციის სპეციალურ კომიტეტში აცხადებენ, ამჟამად დედამიწაზე არსებულ 7000 სალაპარაკო ენიდან მხოლოდ 2000- ია შემორჩენილი და მათგან მხოლოდ, სხვადასხვა რასები 1000-მდე ენას იყენებს. აფრიკის ქვეყნები, რომლებიც საჰარიდან სამხრეთით მდებარეობს, ავსტრალიის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონები, უამრავ ძველ ენებს დაკარგავენ. ამას გარდა, ამერიკის შეერთებული შტატები, თუ დროულად არ მიიღებს შესაბამის ზომებს, დაახლოებით ასზე მეტ უძველეს ენას დაემშვიდობება. ჯერ კიდევ არ არის გვიან აღნიშნული პროცესი შევაჩეროთ და უძველესი ენების აღსადგენად მაქსიმუმი გავიღოთ“ – ნათვამია ოფიციალურ განცხადებაში. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.