ირაკლი კობახიძე – „ბოკერიამ საკუთარი პარტია დაანგრია და ცდილობს საფლავში სხვები ჩაიყოლოს“

“ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ცდილობს, საფლავში ჩაიყოლოს ასევე სხვა პოლიტიკური პარტიები”, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოდიოზურმა ლიდერებმა, სააკაშვილმა და გვარამიამ დაშალეს ნაციონალური მოძრაობა.

„ოდიოზური ფიგურები, როგორიც არიან, პირველ რიგში, სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, ბუნებრივია, შეიძლება მერაბიშვილზეც და სხვებზეც ლაკაპარკი, შლიან დღეს ნაცმოძრაობას და ევროპულ საქართველოს. 

ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ცდილობს, საფლავში ჩაიყოლოს ასევე სხვა პოლიტიკური პარტიები. ანალოგიურად, ნაცმოძრაობის ოდიოზურმა ლიდერებმა, სააკაშვილმა და გვარამიამ დაშალეს ნაციონალური მოძრაობა. ძალიან კარგი პროცესია, არის ჯანსაღი პროცესი და ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მივიღებთ ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს“, – აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

ნენე ინჯგია