იაპონია სამხედრო ბიუჯეტს ზრდის

rre

მიმდინარე წლიდან იაპონია სამხედრო თვალსაზრისით , ქვეყნის არსებობის ისტორიის მანძილზე კოლოსალურ თანხას დახარჯავს. 2015 წლის თებერვლიდან-2016 წლის მარტის ბოლომდე ტოკიო თავდაცვის უწყების ფონდს 4,98 ტრილიონ იენს (42 მილიარდი აშშ დოლარი) გადაუგზავნის. თანხა რათქმაუნდა ქვეყნის თვადაცვის უნარიანობის ამაღლებას მოხმარდება. ,,ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე, ყველაზე დიდი ბიუჯეტია, რაც კი ოდესმე მიგვიღია. თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების წინაშე დგას და რათქმაუნდა ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევების შესაბამისად გათვლილ ნაბიჯებს გადადგამს. მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობა, ეს არის ძირითადი მიზეზი სამხედრო ბიუჯეტის გაძლიერების. აუცილებელია დარწმუნებული ვიყოთ ჩვენს შესაძლებლობებში. ასე რომ იაპონიას, ერთიანი, მობილური, ძლიერი და ბრძოლისუნარიანი სამხედრო ძალა სჭირდება“ – აცხადებს ქვეყნის პრემიერი სინძო აბე. ექსპერტები იაპონიის მიერ სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას, ჩინეთთან დაძაბულ ურთიერთობას უკავშირებენ. ინფორმაციას სააგენტო Agence France-Presse ავრცელებს.