თელავში „ცოდნის ცენტრმა“ კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა



„ქალთა ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, „ცოდნის ცენტრი“  გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16დღიან კამპანიას შეუერთდა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს დასრულდა.

პროექტის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და ადამიანის უფლებების დაცვის თემატიკასთან დაკავშირებული საკონკურსო ნამუშევრები.

„ფეისბუქ მოწონებების საფუძველზე 3 საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა, ხოლო 2 ნაშრომი  კომისიამ შეარჩია. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულები, სერტიფიკატებთან ერთად, „ბიბლუსის“ 100-ლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ.

„ცოდნის ცენტრი“  სამომავლოდაც აპირებს კახეთის რეგიონის მასშტაბით მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას, რათა ახალგაზრდებს ავუმაღლოთ ცნობიერება და შევქმნათ უკეთესი მომავალი“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ცოდნის ცენტრის“ დამფუძნებელმა გვანცა მოლაშვილმა.

დაჯილდოების ღონისძიება თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში გაიმართა.

მაკა მოსიაშვილი