თელავის პროკურატურასთან ელენე ხოშტარია საპროტესტო აქციას მართავს

ამ წუთებში თელავში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროკურატურის მთავარ შესასვლელთან  ელენე ხოშტარია სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად იმყოფება. როგორც ხოშტარია აღნიშნავს, ეს არის მშვიდობიანი საპროტესტო აქცია და მას პროკურორთან შესვლა და საუბარი სურს.

„მე, საქართველოს მოქალაქე, ვითხოვ, ავიდე პროკურატურაში, რომ დამნაშავე დაისაჯოს, მაგრამ ჩაკეტეს კარი და შესვლას ვერ ვახერხებ. როგორც კი გაიგეს, რომ შესვლას ვაპირებდით, მაშინვე კარი ჩაკეტეს. აქ შევარდნას არავინ აპირებს, მხოლოდ მე და დაზარალებული პირს გვსურს შენობაში შესვლა და პროკურორთან გასაუბრება“, – ამბობს ხოშტარია.

აქციის მონაწილეები პირველ იანვარს კარავთან მომხდარი ინციდენტის გამოძიების მოთხოვნით პროკურორ დავით გველესიანთან შეხვედრას ითხოვენ, რადგან, მათივე თქმით, ფაქტის შესაბამისი გამოძიება და მუხლის სწორი კვალიფიცირება მოხდეს.

მაკა მოსიაშვილი