თეთრი სახლი: „პუტინის რეჟიმის იზოლაცია კვლავ გაგრძელდება“
თეთრი სახლის წარმომადგენელის ჯოშ ერნესტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის იზოლაციას კვლავ გააგრძელებს. მისი თქმით ქვეყნის პრეზიდენტის პოზიცია მყარი და უცვლელია. ,,ჩვენ აღნიშნულ გეგმას ისევ განვახოციელებთ. ბარაკ ობამას მიერ დასახული გეგმა წარმატებით სრულდება, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა იზოლირებულია და ნაბიჯ-ნაბიჯ ინგრევა. პუტინის რეჟიმზე ცივილური ზეწოლა კვლავ გაგრძელდება. პირველი შედეგი სახეზეა, რუბლი გაუფასურდა, საკრედიტო სარეიტინგო მაჩვენებელი ნულის ნიშნულს უახლოვდება და ეს უკვე წარმატებაა. ასე, რომ წინ დიდი გამოცდა გველის, როგორც ჩვენ ასევე რუსეთის ფედერაციას“ ჯოშ ერნესტის სიტყვების ციტირებას სააგენტო РИА «Новости» აკეთებს.