თამარ ხოჭოლავა: “რა ძალამ გაიძულათ ამ კაციჭამიათა, უსამართლოთა, არაპროფესიონალთა პარლამენტში კენჭი გეყარათ“
პოეტი თამარ ხოჭოლავა სოციალურ ქსელში პიანისტსა და, ახლა უკვე, არალეგიტიმური მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატ ელისო ბოლქვაძეზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„აპოგეას აღწევს ხელისუფლების უსამართლობა, რეპრესიები, ყველა ინსტიტუციის მიტაცება, არჩევნების საბოლოოდ გაფორმება, ყალბი გამარჯვების ამაზრზენი ზეიმი, ერთპარტიული პარლამენტი, ფეოდალის თამაშით თამაში, ყველა ჯიბეში რომ ჰყავს ჩასმული გაქსუებულ ოლიგარქს, უზურპატორს…
ამის გაძლება არ გინდა?
კეთილი.
ხელისუფალთაგან შეჩვეული ვართ ამგვარ აგდებულ დამოკიდებულებას ხალხის მიმართ, მაგრამ ეს საოცარი ფერია რომ ჩაითრიეს ბინძურ დინებაში, საშინლად მანადგურებს.
სად არის თქვენი კდემა და მომხიბვლელობა ძვირფასო ელისო? ნუთუ თქვენ საუბრობდით პარლამენტის დერეფნებიდან ასე გაწიწმატებული და გაჩვეულებრივებული?
ვერაფრით დავიჯერე. ვფიქრობდი, ალბათ ვინმე სხვა ელისო ბოლქვაძეა- მეთქი, რადგან პირბადეში ვერ გიცანით.
თქვენ ხომ მეცხრე ცაზე ნავარდობდით ხელოვნების მუზის წყალობით…
რატომ დაისამარეთ თავი და კარიერა?
დიდი მეგობრები არ ვყოფილვართ, თუმცა დიდ პატივს გცემდით.
რა ძალამ გაიძულათ ამ კაციჭამიათა, უსამართლოთა, არაპროფესიონალთა პარლამენტში კენჭი გეყარათ და სამარცხვინო და არალეგიტიმური მეათე მოწვევის ე. წ. დეპუტატი გამხდარიყავით.
საშინელ ხასიათზე ვარ… ხელოვნება მარადიულია, პარლამენტარობა კი – წარმავალი.
მახსოვს, თიბისი ბანკის მოწვევით დიდებული კონცერტი ჩაატარეთ. კონცერტის შემდეგ გისახსოვრეთ ჩემი მეოთხე პოეტური კრებული, სადაც თქვენდამი მოძღვნილი ლექსია.
თურმე ვერ მიცვნიხართ, რასაც უსაზღვროდ ვწუხ…..“, – წერს თამარ ხოჭოლავა.
გიორგი საკარული