ვლადიმერ პუტინს ამერიკული სპეცსამსახურები 20 წელია უთვალთვალებენ
როგორც გაზეთი The Times-ი იუწყება, ამერიკული სპეცსამსახურების ინტერესთა სფეროში ვლადიმერ პუტინი გაპრეზიდენტებამდე მოხვდა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დასავლეთის სპეცსამსახურებმა პუტინზე ნადირობა, ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყეს, როდესაც ის სანკტ პეტერბურგის მერის ანატოლი სობჩაკის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ,, The Times-ი საკუთარ წყაროებს ეყრდნობა, თუმცა ის მათ ვინაობას არ ასახელებს. ამერიკელების მცდელობის მიუხედავად, მათთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ოდენობის კაპიტალს ფლობს რუსეთის პრეზიდენტი და სად აქვს თანხები გადამალული. ეს ალბათ ამერიკული მხარის მხრიდან, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების პრიორიტეტებმა გამოიწვია და პუტინმა იმ დროისათვის მერეხარისხოვანი სტატუსი მიიღო, რასაც ალბათ ამჟამად ნანობენ კიდეც“ – ნათვამია სტატიაში. 12 ივლისს გერმანულმა გაზეთმა Bild-მა სკანდალური მასალები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, თუ როგორ უთვალთვალებდნენ ამერიკელი საიდუმლო აგენტები, გერმანიის ყოფილ კანცლერს გერხარდ შრიოდერს, მას შემდეგაც კი, რაც 2005 წელს, ყოფილმა კანცლერმა თანამდებობა დატოვა. ,,შტატებში ძალიან ნერვიულობენ პუტინისა და შრიოდერის მეგობრობით. 2014 წელს ბატონმა შრიოდერმა საკუთარი იუბილე პუტინის გარემოცვის თანხლებით აღნიშნა, მან დასავლეთი, რუსეთის წინააღდეგ შემოღებული სანქციების გამო მკაცრად გააკრიტიკა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების პასუხისმგებლობა შტატებს დააკისრა“ – წერს Bild-ი. ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი 2000 წელს გახდა. აღნიშნულ თანამდებობას ის 2008 წლამდე, დიმიტრი მედვედევის გაპრეზიდენტებამდე იკავებდა. 2012 წელს ვლადიმერ პუტინი ისევ გადაჯდა ქვეყნის პრეზიდენტის სავარძელში და პრემიერ მინისტრის თანამდებობა მედვედევს დაუთმო.