ვინ მოხვდა აჭარის „ლელო საქართველოსთვის“ პარტიული სიის ათეულში?
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა.
ვინ მოხვდა „ლელოს“ ათეულში და საიდან მოდიან ისინი? „ქრონიკა+“ სიის წევრების შესახებ ინფორმაციას გთავაზობთ:
- გენადი თებიძე
ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, სიის პირველი ნომერი
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თსუ – პროფესიით იურისტი. იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, “დემოკრატიული აჭარის” რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გაზეთ “აჭარის” რედაქტორი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი, ბათუმის საკრებულოს ორი მოწვევის წევრი და იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, თვითმმართველობაში მუშაობის დროს იყო სხვადასხვა პროექტის ავტორი, მისი თანამონაწილეობით დაარსდა “საპატიო ბათუმელის წოდება” და “ბათუმქალაქობის” დღესასწაული. არის რამდენიმე წიგნის ავტორი და რედაქტორი, საქველმოქმედო ფონდ “ალილო 2015”-ისა და ქართულ-უკრაინული პროექტის “ბავშვებს უნდათ მშვიდობა” დამფუძნებელი - ვაჟა დარჩია: განათლებით პოლიტიკის მეცნიერი, სამოქალაქო აქტივისტი, სტუდენტური მოძრაობების აქტიური წევრი. წლების განმავლობაში იბრძოდა გარემოს დაცვითი, შრომითი უფლებებისა და განათლების ხელმისაწვდომობის მისაღწევად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის მონაწილე და ორგანიზატორი.
- მერაბ აბაშიძე – ხელვაჩაური-ქედა-შუახევი – ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში და სიის მერსამე ნომერი
განათლებით ფილოსოფოსი, ეკატერინბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 2012-2016 წლებში. უმაღლესი საბჭოს აგრარული და თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარე. აქტიურად იყო ჩართული საკანონმდებლო საქმიანობაში, არის მრავალი საკანონმდებლო პროექტის ავტორი, მათ შორის არის აჭარის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი ,,მთის კანონის“ თანაავტორი! - ეკატერინე დავითაძე – ბათუმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი და დოქტორანტი – მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით. ქართულ – ავსტრიული ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებული. მუშაობს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, არის განათლების სერტიფიცირებული ტრენერი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა აჭარის ტელევიზიაზე, რადიო აჭარაში, ტვ-25-ზე, გაზეთ აჭარაში. მუშაობდა აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
- რაულ პაქსაძე – რაულ პაქსაძე არის ბათუმის გამორჩეულად წარმატებული ექიმი-ტრავმატოლოგი, 2003 წლიდან მოღვაწეობს სამედიცინო სფეროში. ბოლო 6 წლის განმავლობაში იყო ქობულეთის „ევექსის“ ჰოსპიტალის დირექტორი. ამჟამად ბათუმის სამედიცინო ცენტრში ხელმძღვანელობს ორთოპედია-ტრავმატოლოგიის მიმართულებას. 2004-ი წლიდან დღემდე, აქტიურად ჩართულია პოლიტიკაში. ხულოს საკრებულოს წევრი.
- ზურაბ გოლიაძე- სამართალმცოდნე აჭარის ა/რ უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი 2015-2020წწ.
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისია ( სპეციალისტი) 2014-2015წწ.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია – სისხლის სამართლის ადვოკატი 2006-2010წწ.
აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-საარქივო სამმართველო – იურისტი. 2004-2005წწ. აჭარის ა/რ ადვოკატთა კოლეგია – ადვოკატი. 2003-2006წწ.საქართველოს სასაზღვრო ჯარები – სავალდებულო სამსახური 1999-2000წწ. საქართველოს ტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტი -სამართალმცოდნეობის კათედრის ლაბორანტი. 1996-1997წწ. - დავით მამულაძე – ექიმი – ალერგოლოგი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მედიცინის დოქტორანტი! – 10 წლიანი საექიმო საქმით მუდმივად დგას ბათუმელი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად! - მაკა ცინცაძე – იურისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მაკა არის სამოქალაქო და სისხლის სამართლის სერტიფიცირებული ადვოკატი 15 წლიანი გამოცდილებით. მრავალი წელია თანამშრომლობს ამერიკის იურისტთა ასოციაციასთან ქართველ იურისტთა გადამზადების პროექტებში. ფლობს 4 უცხო ენას. არის 2 წიგნის ავტორი.
- მიხეილ ქავთარაძე – საზოგადოებრივი მოძრაობა ,,მე მიყვარს ბათუმი“ -ის ერთ-ერთი დამფუძნებელი – იურისტი – დაამთვარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სამოქალაქო აქტივისტი. წლების განმავლობაში იბრძვის ბათუმის ურბანული პრობლემატიკის მოსაგვარებლად და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად!
- გოჩა ჟღენტი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტისა და სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ორი პროფესიის მქონე, ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი და სატყეო-საინჟინრო საქმის სპეციალისტი. გოჩა ჟღენტი 2004-2005 წლეში იყო ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, ასევე 2005-20012 წლამდე გახლდათ წლიდან აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
ირაკლი კუპრაძე კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბათუმის მაჟორიტარად იყრის კენჭს.
ხვიჩა მამულაძე