ედუარდ ბასურინი: „კიევი ამერიკელებთან ერთად ქიმიურ იარაღზე მუშაობს“
დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობის განცხადებით, უკრაინული მხარე ქიმიური იარაღის წარმოებას შეუგდა. ,,ჩვენი დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის წარმოება იწყება. დავადგინეთ, რომ აღნიშნული წარმოება, ქლორის დაკონსერვებული ტერიტორიის ბაზაზე, ხარკოვთან ახლოს, ქალაქ კოჩეგოვოში განახლდება. კიევის ხელისუფლება პროექტს ამერიკელი სპეციელისტების დახმარებით განახორციელებს. ერთი კვირის წინ, ზემოთხსენებულ ტერიტორიაზე ამერიკელების მიერ გადატანილი იქნა, ორი ათეული ცისტერნა გაურკვეველი წარმომავლობის მომწამვლელი ნივთიერება“ – აცხადებს ედუარდ ბასურინი. მისივე თქმით ,,კიევი წარმოების განახლების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე დივერსიას გეგმავს, რომლის წარმატებით განხორციელების შემთვევაში, დონეცკის რესპუბლიკის წარმომადგენლებს ბრალს, ადამიანთა მოდგმის წინაშე ჩადენილი დანაშაულით წაუყენებენ“ – ინფორმაციას სააგენტო РИА «Новости» ავრცელებს.