ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანებზე წარმატებით გამოსცადეს

1

 

ებოლას ვირუსის საწინააღდეგო ვაქცინის ადამიანზე გამოცდამ დადებითი შედეგი აჩვენა. სატესტო ვაქცინაცია რამოდენიმე ათეულ მოხალისე ადამიანს ჩაუტარდა და მეცნიერების დასკვნით,პრეპარატის დიდი დოზით მიღება, ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე, ვირუსით დაავადებული ადამიანის გამოჯანმრთელების რეალურ შანსს იძლევა. ინფორმაციას BBC News-ზე დაყრნობით სააგენტო ,,РИА Новости“ ავრცელებს. როგორც ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალურ ინსტიტუტში აცხადებენ, სატესტო ვაქცინაციაში მონაწილე ადამიანების ორგანიზმმა,პრეპარატის მიღების შემდეგ, მძლავრი იმუნური ძალა წარმოქმნა, რომელმაც ვაქცინის მოქმედების რეალური ეფექტი დააბალანსა. აღსაღნიშნავია, რომ ექსპერიმენტში მონაწილე 20 მდე ადამიანის ორგანიზმში, ვაქცინის მოქმედება თითქმის თანაბარი სიჩქარით განვითარდა.ებოლას ვურუსის წინააღდეგ გამოსაყანებელ ვაქცინაზე, კომპანია GlaxoSmithKline მუშაობს. კომპანიის შეფმა ენდრიუ უიტიმ კვლევის შედეგები შემდეგნაირად შეაფასა ,,ეს საკმაოდ დამამშვიდებელი და წარმატებული პირველი სიგნალია, ჩემისაზრით მიზანთან ძალიან ახლოს ვართ და ალბათ სულ რაღაც ორ თვეში შევძლებთ ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას“ კომპანია ,,GlaxoSmithKlin“-ი მიერ შექმნილი პრეპარატი სამთვეზე მეტია ექსპერმენტული მიზნით იცდება და ამ ხნის მანძილზე პროცესში 300-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 15 935 ადამიანი ებოლას ვირსუსითაა დასნებოვნებული, ხოლო საერთო ჯამში მომაკვდინებელმა ვირუსმა 6 000 მდე პიროვნების სიცოცხლე იმსხვერპლა. დაზარალებულთა უმრავლესომა გვინეის, ლიბერიის და სიერა-ლეონეს მოქალაქეებზე მოდის.