დორტმუნდში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 2 ტონიანი ბომბი იპოვეს
გერმანიის ქალაქ დორტმუნდის ხელისუფლებამ 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც გაირკვა ქალაქის ქუჩის ერთ ერთ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოების წარმოების დროს, მშენებლებმა შემთხვევით მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აუფეთქებელი ბომბი იპოვეს. სავარაუდოდ ბომბის წონა 2 ტონას აღემატება. ბომბის განაღმვის ოპერაცია დღის მეროე ნახევარშია დაგეგმილი, სპეციელისტებმა ქალაქის ხელისუფლებას 1,5 კილომეტრი რადიუსის მანძილზე მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუირება ურჩიეს. რაიონის მიმართულებით ყველანაირი ტიპის ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია. გერმანული გაზეთის ,,Kölnische Rundschau“ მიერ გამოქვეყნებული მსალების მიხედვით, ფედერაციულ რესპუბლიკაში ყოველწლიურად 5 000-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის აუფეთქებელ მოწყობილობას უკეთებენ ნეიტრალიზებას. მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის დროს გერმანიის ტერიტორიაზე ორ მილიონზე მეტი ბომბი ჩამოვარდა, რომელთაგანაც დაახლოებით 100 000-ი არ აფეთქდა.