დონეცკის საარტილერიო დაბომბვა გრძელდება

2

დონეცკის თვითგამოცხადებული ,,რესპუბლიკის“ სამაშველო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის არმია, ქალაქ დონეცკის საცხოვრებელი რაიონების საარტილერიო დაბომბვას აგრძელებს. ,,დღეს დილით ადგილობრივი დროით 5სთ და 40 წუთზე, კალინინგრადის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, უკრაინელი სამხედროების მხრიდან წარმოებულმა სარაკეტო დარტყმამ მთლიანად დაანგრია. საბედნიეროდ მსხვერპილი არაა, საარტილერიო ცეცხლის გახსნის დროს ჩვენმა სამსახურმა მოსახლეობის ევაკუირება მოასწრო“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.რამოდენიმე დღის წინ, დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარარებულმა დაპირისპირებამ სამი უკრაინელი სამხედრო პირის სიცოცხლე იმსხვერპლა.ინციდენტის დროს 15 პირი მძიმედ დაიჭრა.