დონეცკთან ავტობუსის აფეთქების საპასუხოდ პოროშენკო მობილიზაციას აცხადებს

vttv

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, დონეცკთან ახლოს სამგზავრო ავტობუსის აფეთქების საპასუხოდ, საერთო სახალხო მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავს. პოროშენკოს განცხადება, ქვეყნის ლიდერის ოფიციალურ საიტზე დაიდო. ,,მე ხვალ ხელს მოვაწერ, მორიგი მობილიზაციის გამოცხადების ბრძანებას. იმედი მაქვს, რომ ახალი გამოძახილი წარმატებით ჩაივლის“ მომხდარ ტრაგედიაში, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლების დადანაშაულების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტი, რეგიონის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის ინიციატივით გამოდის, თუმცა საკუთარ მიმართვაში პოროშენკო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერას ხაზგასმით აღნიშნავს. ,,ჩემს მიერ იძულებით მიღებული ზომების მიუხედავად, მე რათქმაუნდა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრედ ვრჩები და შეუძლებელს გავაკეთებ, რომ მინსკის ფორმატით მიღწეული ყველა შეთანხმების პირობა დავიცვათ“ – ნათქვამია განცხადებაში. დილით 13 იანვარს, დონეცკის ვოლნოვახთან ახლოს სამგზავრო ავტობუს ჭურვი მოხვდა. აფეთქების შედეგად 12 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 17-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება მიიღო.