დიმიტრი იაროში კიევში მეიდანის განმეორებას არ გამორიცხავს

მაიდანი

,,მემარჯვენე სექტორის“ ლიდერი დიმიტრი იაროში, გამომცემლობა ,,Обозревател“-თან ინტერვიუს დროს უკრაინაში მეორე ,,მეიდანი“-ი განმეორებას არ გამორიცხავს. ,,უკრაინაში ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის არ გამოვრიცხავ მეიდანის განმეორებას. ხალხს ღირსება არ დაუკარგავს, ყველაფერი კისერში ამოვიდა. ეს ხომ ქვეყანა აღარაა, მშიერი მოსახლეობა ბედის ანაბარაა მიგდებული. უგზო უკვლოდ დაკარგული მეომრები, ტყვეობაში მიტოვებული თანამებრძოლები, დანგრეული ეკონომიკა და ქვეყნის პოლიტიკის გაურკვეველი მიმართულება. დაგროვდა , ხალხი ბრძენია, უკრაინაში ხელისუფლების ცვლა იმის გამო არ მომხდარა, რომ რამოდენიმე პირს ცხოვრება გაელამაზებინა. მინდა ხელისუფლება გავაფრთხილო, მეიდანი თუ განმეორდა ის იქნება უფრო სისხლიანი და უფრო დაუნდობელი, რადგან იარაღი უამრავ ადამიანს უჭირავს ხელში, სიტუაცია ვერ გაკონტროლდება და საბოლოოდ ქვეყანა ჩამოგვეშლება. არავინ აღარ დაჯდება კარვებში და მუსიკის თანხლებით აღარ დაელოდებიან თუ როდის გადაწყდება მათი ბედი. ხალხი ადგება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს არ მოხდეს, თუმცა ყველანაირი წინაპირობაა იმისთვის, რომ მოსახლეობამ ხელისუფლებას შეუტიოს“ – აცხადებს იაროში.