დევიდ ქემერონი: „ირანთან ბირთვული გარიგება, მასთან მოკავშირეობას არ ნიშნავს“

ცამ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის დევიდ ქემერონის განცხადებით, ირანთან დადებული ბირთვული გარიგება, ირანთან მოკავშირეობას არ ნიშნავს და ეს უბრალოდ ირანისათვის, ატომურ იარაღთან ახლოს ყოფნის უფლების ჩამორთმევაა. ,,აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, დიდმა ბრიტანეთმა საკუთარ მოკავშირეებთან, ჩინეთთან, რუსეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ირანს ბირთვულ იარაღთან ახლოს ყოფნის უფლება ჩამოართვა. დადებული გარიგება სულაც არ ნიშნავს ირანთან მოკავშირეობას” – ხაზგასმით აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა, ტელეკომპანია Al Arabiya-სთვის მიცემული ინტერვიუს მსვლელობის დროს. რაც შეეხება ამერიკის პრეზიენტობის პოტენციურ კანდიდატს ჰილარი კლინტონს, მისი თქმით, ის ირანს არ ენდობა.