გორის მუნიციპალიტეტის სამშენებლო და სარეაბილიტაციო ტენდერები 2019 წელს
შეაჩერე კორუფცია
პრემიერ-მინისტრის 2019 წლის 18 ივლისის განკარგულებით (#1663), მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდიდან რამდენიმე მუნიციპალიტეტს გამოეყო 9 470 000 ლარი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის:
საჩხერის მუნიციპალიტეტი: 2 118 975 ლარი;
გორის მუნიციპალიტეტი: 441 750 ლარი;
გურჯაანის მუნიციპალიტეტი: 1 284 297 ლარი;
ბაღდათის მუნიციპალიტეტი: 469 870 ლარი;
ცაგერის მუნიციპალიტეტი: 1 094 550 ლარი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი: 78 261 ლარი;
ახალციხის მუნიციპალიტეტი: 653 332 ლარი;
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი: 305 104 ლარი;
თელავის მუნიციპალიტეტი: 336 287 ლარი;
ჭიათურის მუნიციპალიტეტი: 696 500 ლარი;
ტყიბულის მუნიციპალიტეტი: 212 600 ლარი;
ონის მუნიციპალიტეტი: 337 585 ლარი.
1. ქ. გორში არსებული რუსთაველის მემორიალისა და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციისა და გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ხელოსნების სამუშაო ფართის მშენებლობის სამუშაოები
13.02.2019-31.07.2019
შპს „სამშენებლო ტრესტი #3“ 241,951 ლარი (242,100 ლარიდან)
ერთი მონაწილე;
2. გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები
ხელშეკრულება ძალაშია: 06.03.2019-31.01.2020.
შპს „ერედვი 2008“ 247,500 ლარი (250,000 ლარიდან)
ერთი მონაწილე;
3. ქ. გორში, ჭონქაძის ქუჩაზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის სამშენებლოს სამუშაოები.
ხელშეკრულება ძალაშია: 14.03.2019-15.10.2019;
შპს „თელა“, 430,945 ლარი (538,681 ლარიდან).
ხუთი მონაწილე;
4. ქ. გორში გამარჯვების მემორიალის კედელზე არსებული დაზიანებული წარწერებისა და ორნამენტების ახალი ანალოგის მოწყობისა და ლომჭაბუკის კვარცხლბეკზე ბოლნისის ტუფით ახლად მოპირკეთების, ანალოგიური წარწერებისა და ორნამენტების ამოტვიფრის სამუშაოები.
ხელშეკრულება ძალაშია: 20.02.2019-30.04.2019.
შპს „სამშენებლო ტრესტი #3“ 17,891 ლარი (18,074 ლარიდან)
ორი მონაწილე;
5. ქ. გორში სუხიშვილის პარალელური შიდა კვარტალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ხელშეკრულება ძალაშია: 22.03.2019-30.09.2019
შპს „არქმშენსტუდია 2002“, 306,600 ლარი (310,000 ლარიდან)
ერთი მონაწილე;
6. ქ. გორში კახნიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ხელშეკრულება ძალაშია: 15.03.2019-30.08.2019
შპს „იბოლია“, 350 000 ლარი (355,125 ლარიდან)
ერთი მონაწილე;
7. გორის მუნიციპალიტეტის კარალეთის დევნილთა დასახლებაში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები
ხელშეკრულება ძალაშია: 06.03.2019-10.10.2019.
შპს „საგზაო-სამშენებლო სამმართველო ¹1“, 3 889 930 ლარი (3,889,930 ლარიდან)
ერთი მონაწილე;
8. ქ. გორში გორგასლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ხელშეკრულება ძალაშია: 22.03.2019-31.07.2019
შპს „იბოლია“, 749 000 ლარი (757,090 ლარიდან)
ერთი მონაწილე;
9. ქ. გორში წმინდაწყლის ტერიტორიაზე ე. წ. მეჯვრისხევის #4 ბარაკის საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები
ხელშეკრულება ძალაშია: 19.03.2019-15.06.2019
ხელშეკრულების მოქმედების ვადას გადაცილებული დღეები: 57
გადახდილი თანხა: 25,433,01 ლარი (97%).
შპს „დემა“ 22,200 ლარი (24,060 ლარიდან)
სამი მონაწილე;
10. ქალაქ გორის ქუჩებში ავტოტრანსპორტის სიჩქარის ხელოვნური უსწორმასწორობებისა და შესაბამისი საგზაო ნიშნების მოწყობა
ხელშეკრულება ძალაშია: 14.03.2019-30.06.2019
ხელშეკრულების მოქმედების ვადას გადაცილებული დღეები: 42
გადახდილი თანხა: 28,991,54 ლარი (94%)
შპს „გზაჯვარედინი“ 30,750 ლარი (34,550 ლარიდან)
ორი მონაწილე;
11. ქ. გორში ყიფიანის ქუჩის სავალი ნაწილის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის, შიო მღვიმელის ქუჩის სავალი ნაწილის ასფალტობეტონის საფარის მოწყობისა და ბუხაიძის ქუჩის სავალი ნაწილის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშოები
ხელშეკრულება ძალაშია: 05.04.2019-25.10.2019
შპს „იბოლია“ 745 630 ლარი (745,630 ლარიდან)
ერთი მონაწილე;
12. დიცი-ქორდი-არბო-მერეთის დამაკავშირეელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ხელშეკრულება ძალაშია: 08.04.2019-15.10.2019.
შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო ¹1“. 2,635,000 ლარი (2,661,800 ლარიდან)
ერთი მონაწილე;
13. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევი-ახალუბნის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ხელშეკრულება ძალაშია: 17.04.2019-31.12.2019.
შპს „საგზაო-სამშენებლო სამმართველო ¹1“, 1 079 419 ლარი (1,079,424 ლარიდან)
ერთი მონაწილე;
14. ქ. გორში, გელდიაშვილის ქუჩა #1-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სასმელი წყლის სისტემისა და გარე საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია (თანადაფინანსების პროგრამით).
ხელშეკრულება ძალაშია: 15.04.2019-15.07.2019.
ხელშეკრულების მოქმედების ვადას გადაცილებული დღეები: 27.
გადახდილი თანხა: 18,456 ლარი (100%)
შპს „გლობალ-ბილდ 2014“, 18678.22 ლარი (შეთავაზებული თანხა 16,000 ლარი)
ორი მონაწილე;
15. ქ. გორში, ძმები რომელაშვილების ქუჩა #184-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია (თანადაფინანსების პროგრამით).
ხელშეკრულება ძალაშია: 16.04.2019-30.06.2019.
ხელშეკრულების მოქმედების ვადას გადაცილებული დღეები: 42.
გადახდილი თანხა: 5,153 ლარი (97%)
შპს „ალონისი“, ტენდერი მოიგო 4,500 ლარით 4,775 ლარიდან, ხელშეკრულება გაუფორმდა 5308.34 ლარზე.
სამი მონაწილე;
16. ქ. გორში, ცხინვალის გზ. #9 ვ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია.
ხელშეკრულება ძალაშია: 16.04.2019– 15.07.2019.
ხელშეკრულების მოქმედების ვადას გადაცილებული დღეები: 27.
გადახდილი თანხა: 14,114 ლარი (100%)
შპს „მოურავი“, ტენდერი მოიგო 11,965 (შეთავაზებული 13,410 ლარიდან). საბოლოოდ, ხელშეკრულებაში ცვლილების შედეგად თანხა გაიზარდა 14 118 ლარამდე
ორი მონაწილე;
17. ქ. გორში, ყიფიანის ქ #11-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოს ასფლტის საფარის მოწყობა (თანადაფინანსების პროგრამით)
ხელშეკრულება ძალაშია: 16.04.2019-15.07.2019.
ხელშეკრულების მოქმედების ვადას გადაცილებული დღეები: 27.
გადახდილი თანხა: 24,937 ლარი (98%).
შპს „ალონისი“, ტენდერი მოიგო 21,500 ლარით, შეთავაზებული თანხა _ 21,980 ლარი, საბოლოოდ ხელშეკრულება გაფორმდა 25 335 ლარზე.
ორი მონაწილე;
18. სოფელ ხურვალეთში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები
სს „აგროტექსერვისი“
ხელშეკრულება ძალაშია: 15.04.2019-30.09.2019 (ვადის სამჯერ ცვლილების საფუძველზე).
სს „აგროტექსერვისი“, 7,450 ლარი (8,474 ლარიდან). საბოლოოდ, ხელშეკრულება გაფორმდა 8 786 ლარზე.
სამი მონაწილე;
19. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წედისში ბოგირის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ხელშეკრულება ძალაშია: 15.04.2019-30.06.2019.
ხელშეკრულების მოქმედების ვადას გადაცილებული დღეები: 42.
სს „აგროტექსერვისი“, 5,594 ლარი (5,661 ლარიდან). საბოლოოდ, ხელშეკრულება გაფორმდა 6 600 ლარზე.
ორი მონაწილე;
20. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
ხელშეკრულება ძალაშია: 24.05.2019-30.09.2019;
გადახდილი თანხა: 175,024.66 ლარი (43%).
შპს „გაზტექმშენი“, 409,700 ლარი (416,431 ლარიდან).
ერთი მონაწილე;
21. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები.
ხელშეკრულება ძალაშია: 14.05.2019-31.07.2019.
ხელშეკრულების მოქმედების ვადას გადაცილებული დღეები: 11.
გადახდილი თანხა: 13,959.52 ლარი (58%),
შპს „არტ-სტარი“, 23 908 ლარი (25,326 ლარიდან).
ხუთი მონაწილე;
22. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები
ხელშეკრულება ძალაშია: 25.06.2019-30.11.2019.
შპს „გაზტექმშენი“, 678,000 ლარი (687,059 ლარიდან).
სამი მონაწილე;
23. ქ. გორში გორიჯვრის ქუჩის, ქ. წამებულის ქუჩის (აღმაშენებლის ქუჩიდან ძმები რომელაშვილების კვეთამდე), ქუთაისის ქუჩის (აღმაშენებლის ქუჩიდან ძმები რომელაშვილების კვეთამდე) და ქუთაისის ქუჩის (სტალინის გამზირიდან გოგებაშვილის ქუჩის კვეთამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ხელშეკრულება ძალაშია: 25.05.2019-30.10.2019.
შპს „საგზაო-სამშენებლო სამმართველო ¹1“, 633,735 ლარი (633,735 ლარიდან), საბოლოოდ ხელშეკრულება გაფორმდა 491 871.24 ლარზე.
ერთი მონაწილე;
24. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
ხელშეკრულება ძალაშია: 10.06.2019-30.10.2019.
შპს „იბოლია“, 465,000 ლარი (471,306 ლარიდან).
ერთი მონაწილე;
25. ქ. გორში აბრამიშვილისა და ნონეშვილის ქუჩის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები.
ხელშეკრულება ძალაშია: 24.05.2019-31.07.2019.
ხელშეკრულების მოქმედების ვადას გადაცილებული დღეები: 11.
გადახდილი თანხა: 13,015.70 ლარი (64%).
შპს „დასე“, 20,339 ლარი (25,423 ლარიდან).
ორი მონაწილე;
26. ქ. გორში თარხნიშვილის ქუჩის სავალი ნაწილის ასფალტობეტონის საფარის მოწყობისა და მელიქიშვილის ქუჩის და ჩიხის სავალი ნაწილის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
ხელშეკრულება ძალაშია: 25.05.2019-30.10.2019.
შპს „საგზაო-სამშენებლო სამმართველო ¹1“, 641,804 ლარი (641,804 ლარიდან)
ერთი მონაწილე;
27. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის გზის ასფალტობეტონის საფარის სოფლის გასასვლელიდან ზემო ხვითის ცენტრამდე მისასვლელი გზის (პკ17+50-პკ29+78) სამუშაოები.
ხელშეკრულება ძალაშია: 10.06.2019-30.10.2019.
შპს „იბოლია“, 573,000 ლარი (579,529 ლარიდან).
ერთი მონაწილე;
28. ქ. გორში, სამეფოს ქ. #45-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გარე საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია (თანადაფინანსების პროგრამით).
ხელშეკრულება ძალაშია: 05.06.2019-30.08.2019.
შპს „გლობალ-ბილდ 2014“, 7,590 ლარი (8,018 ლარიდან). საბოლოოდ, ხელშეკრულება გაფორმდა 8 956 ლარზე.
ერთი მონაწილე;
29. ქ. გორში, მშვიდობის გამზირი #20ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გარე საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია (თანადაფინანსების პროგრამით).
ხელშეკრულება ძალაშია: 10.06.2019-30.08.2019.
შპს „მოურავი“, 4,830 ლარი (5,228 ლარიდან). საბოლოოდ, ხელშეკრულება გაფორმდა 5 699 ლარზე.
ორი მონაწილე;
30. ქ. გორში, კახნიაშვლის ქუჩის გარე კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები.
შესრულებული ხელშეკრულება.
გადახდილი თანხა: 7,315.36 ლარი (99%).
შპს „მოურავი“. 6,232 ლარი (6,300 ლარიდან). საბოლოოდ, ხელშეკრულება გაფორმდა 7 353 ლარზე.
ერთი მონაწილე;
31. გორის ციხისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების, ახალი ობიექტების განთავსების, ფეხსავალი და ველობილიკების მოწყობის დამატებით ჩასატარებელი სამუშაოები (III ეტაპი).
ხელშეკრულება ძალაშია: 25.06.2019-30.09.2019.
შპს „სამშენებლო ტრესტი #3“. 110,156 ლარი (111,271 ლარიდან).
ორი მონაწილე;
32. მტკვარწყალმშენის დასახლებაში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ხელშეკრულება ძალაშია: 09.07.2019-15.10.2019.
შპს „ჯიარჯი“, 36,962 ლარი (36,962 ლარიდან). საბოლოოდ, ხელშეკრულება გაფორმდა 43 615 ლარზე.
ორი მონაწილე;
33. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეში გრუნტის გზის შეკეთების სამუშაოები.
ხელშეკრულება ძალაშია: 18.06.2019-30.08.2019.
სს „აგროტექსერვისი“, 16,577 ლარი (16,744 ლარიდან). საბოლოოდ, ხელშეკრულება გაფორმდა 19 559 ლარზე.
ერთი მონაწილე;
34. ქ. გორში, სუხიშვილის ქ. #22-ში საცხოვრებელი კორპუსის გარე კანალიზაციისა და შიდა წყალსადენ- კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია (თანადაფინანსების პროგრამით).
ხელშეკრულება ძალაშია: 21.06.2019-30.08.2019.
შპს „მოურავი“, 7,260 ლარი (7,930 ლარიდან). საბოლოოდ, ხელშეკრულება გაფორმდა 8 565 ლარზე.
ორი მონაწილე;
35. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მდინარე ჭარებულას კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები.
ხელშეკრულება ძალაშია: 09.07.2019-15.10.2019.
შპს „ლოდი+“, 69,000 ლარი (101,390 ლარიდან). საბოლოოდ, ხელშეკრულება გაფორმდა 68 999 ლარზე.
ექვსი მონაწილე;
36. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სარწყავი არხის კალაპოტისა და სოფელ ნაწრეტში ხევის ამოწმენდის სამუშაოები.
ოთხი პრეტენდენტი კომპანია.
111,369 ლარი;
37. ქ. გორში კარალეთის დევნილთა დასახლებიდან გამავალი საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის სამუშაოები.
ხელშეკრულება ძალაშია: 26.07.2019-30.06.2020.
შპს „ვი-აი-პი+“, 1,840,000 ლარი (1,970,623 ლარიდან).
სამი მონაწილე;
38. ქ. გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში, მარაბდელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები.
ორი პრეტენდენტი.
1,101,562 ლარი;
39. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში ახალი ამბულატორიის სამშენებლო სამუშაოები.
ხელშეკრულება ძალაშია: 23.07.2019-31.10.2019.
შპს „ქართლი“, 79,250 ლარი (80,194 ლარიდან)..
ერთი მონაწილე;
40. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მდინარე მეჯუდის ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები.
ხელშეკრულება ძალაშია: 05.08.2019-31.01.2020.
შპს „საგზაო-სამშენებლო სამმართველო ¹1“, 377,458 ლარი (377,458 ლარიდან).
ორი მონაწილე;
41. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების საფართან დაკავშირებული სხვადასხვა სახის სამუშაო (მოხრეშვები და ქვაფენილის მოწყობა).
ერთი პრეტენდენტი.
324,023 ლარი;
42. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის წყალმომარაგების სათავის სამშენებლო სამუშაოები.
ერთი პრეტენდენტი.
335,754 ლარი;
43. ქ. გორში, ნადირაძის ქ. ##9;11;13; 15 საცხოვრებელი კორპუსების ეზოს მოასფალტების სამუშაოები.
ხელშეკრულება ძალაშია: 05.08.2019-30.10.2019.
შპს „პრაიმ ენერეჯი“, 23,800 ლარი (24,870 ლარიდან). საბოლოოდ, ხელშეკრულება გაფორმდა 28 084 ლარზე.
ორი მონაწილე;
44. ქ. გორში, სტალინის გამზირი #7-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოს ასფლტის საფარის მოწყობა (თანადაფინანსების პროგრამით).
ორი პრეტენდენტი.
12,770 ლარი;
45. ქ. გორში, რომელაშვილების ქ. #179-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოს ასფლტის საფარის მოწყობა (თანადაფინანსების პროგრამით).
ორი პრეტენდენტი.
33,900 ლარი;
46. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
ხელშეკრულება ძალაშია: 05.08.2019-31.10.2019.
შპს „პრაიმ ენერეჯი“, 37,850 ლარი (38`238 ლარიდან).
ორი მონაწილე;
47. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხურვალეთში მდინარე ხურვალურაზე ნაპირსამაგრის მოწყობისა და ქ. გორში, ჯუღაშვილის ქუჩაზე, მდინარე მეჯუდაზე ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები.
ერთი პრეტენდენტი.
92,319 ლარი;
48. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოები.
ერთი პრეტენდენტი.
184,124 ლარი;
49. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ორი პრეტენდენტი.
132,682 ლარი;
50. დათვის ვოლიერის/თავშესაფრის სამშენებლო სამუშაოები.
ერთი პრეტენდენტი.
18,910 ლარი;
51. გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ნიქოზის სპეცდანიშნულების რაზმის ბაზასთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები.
ერთი პრეტენდენტი.
499,232 ლარი;
52. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავსა და კარბში მემორიალების მოწყობის სამუშაოები.
ერთი პრეტენდერტი.
12,942 ლარი;
53. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში სარწყავი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები (თანადაფინანსების პროგრამით).
ერთი პრეტენდენტი.
22,445 ლარი;
54. ქ. გორში, ცხინვალის გზატკეცილი #34-ში მდებარე პროტესტანტულ-ევანგელისტური ეკლესიის ღობის სარტყელისა და შესასვლელი ჭიშკრის მოწყობის სამუშაოები (თანადაფინანსების პროგრამით).
გამოცხადებული (8,945 ლარი);
55. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მღებრიანიდან სოფელ პიტნარამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გამოცხადებული (42,306 ლარი);
56. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმოციდან სოფელ მღებრიანამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გამოცხადებულია (42,243 ლარი);
57. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრისა და წითელწყაროს საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გამოცხადებულია (23,705 ლარი).
პრემიერის განკარგულებაში მოხსენიებულია სოფელ ზემო ხვითის გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაა 441 750 ლარი, ხოლო პროექტი უნდა განახორციელოს შპს „იბოლიამ“.
57 ტენდერიდან 19 პროექტი 100 000 ლარზე მეტის ღირებულებისაა და აქედან 14-ში ერთი კომპანია მონაწილეობდა, მაშინ, როდესაც მცირებიუჯეტიან შესყიდვებში კონკურენცია ინტენსიურად გვხვდება. საყურადღებოა საბოლოო სახელშეკრულებო თანხის დაფიქსირება ფასნამატით და ასევე ვადის გადაცილება. ეს ფაქტი, ვფიქრობთ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან არაერთხელ გვხვდება.
13 ტენდერს თუ გადავხედავთ, რომელთაგან ნაწილი ხელშეკრულების დადების სტადიაშია, აქ 8 შემთხვევაში კვლავ ერთი კომპანია მონაწილეობს, 4 მცირებიუჯეტიანი ტენდერი კი ახალი გამოცხადებულია.
2019 წლის იანვრიდან, ამ ეტაპისთვის, გორის მუნიციპალიტეტს დადებული აქვს 16 765 751 ლარის ხელშეკრულება.
ქეთევან ენუქიძე