გერმანიამ საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტი შეაჩერა
გერმანიამ საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტი შეაჩერა. წერს გერმანული გაზეთი ,,Bild“-ი. გამომცემლობის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება, 21 იანვარს ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომლის წევრები ქვეყნის კანცლერი ანგელა მერკელი, ვიცე კანცლერი ზიგმარ გაბრიელი და შვიდი მინისტრი არიან. საუდის არაბეთი გერმანული წარმოების იარაღის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. 2013 წელს ორ ქვეყანას შორის სამხედრო გარიგებამ 400 მილიონი ევრო შეადგინა. სამხედრო ექპერტები, გერმანიის მიერ გადადგულ ნაბიჯს, საუდის არაბეთის მეფის აბდალა იბნ აბდელა აზიზ ას-საუდის გარდაცვალებას უკავშირებენ. მეფის გვირგვინი, პრინცმა სალმან იბნ აბდელ აზიზ-მა მოირგო.