ბრიტანულ სტერლინგზე გეი დიზაინერის პორტრეტს განათავსებენ
ბრტიანული სტერლინგის 20 ფუნტიან ნომინალზე, შესაძლოა, დიზაინერი ალექსანდრ მაკკუინის პორტრეტი განათავსონ. როგორც The Daily Mirror იუწყევბა, მაკკუინი, რომელმაც თავი 2010 წელს მოიკლა,მსოფლიოში პირველი ღია გეი გახდება,რომლის პორტრეტიც ფულის ერთეულს დაამშვენებს. მაკკუინის კანდიდატურა, ბრიტანელებმა ხმის მიცემის წესით შეარჩიეს, რომელიც ინგლისის ბანკმა ჩაატარა. ბანკის ოფიცილურ საიტზე, მოქალაქეებს მიეცათ საშუალება, სპეციალური ანკეტის შევსების შემდეგ, შეეთავაზებინათ საკუთარი კანდიდატურა, რომელიც შოტლანდიელი ეკონომისტის ადამ სმიტის პორტრეტს (20 ფუნტიან ნომინალზე) შეცვლიდა. ხმის მიცემის დრო, მიმდინარე წლის 19 ივნისამდე გასტანს, პროცესში მონაწილე პირები ვალდებულნი არიან დაასაბუთონ, თუ რატომ უჭერენ მხარს მათ მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას. ეკონომისტები ახალი ბანკნოტების ქსელში ჩაშვებას 2020 წლისთვის ვარაუდობენ. ბუკმეიკერები მაკკუინის პორტრეტის 20 ფუნტიან ნომინალზე განთავსებას, 1-8 ფსონით აფასებენ, თუმცა ფაქტია, რომ უკანასკნელი მონაცემებით, გამოკითვაში აწ გარდაცვლილი დიზაინერი ლიდერობს, რომელმაც ლიდერობა მხატვარ უილიამ ხოგარტს, რეჟისორ რიჩარდ ატენბოროს, პოეტს უილიამ ბლეიკს და მსახიობს ჩარლი ჩაპლინს არ დაუთმო.