ბერძნებს ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში 2000 ევროზე მეტის გატანა ეკრძალებათ

l.phpდს

საბერძნეთის მოქალაქეებს, ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში, 2000 ევროზე მეტი ნაღდი ფულის გატანა აეკრძალათ. ახალი რეგულაციის შესაბამისი კანონი, საბერძნეთის ხელისუფლებამ გაზათების საშუალებით გაავრცელა და 24 ივლისიდან შევიდა ძალაში, იუწყება სააგენტო РИА Новости. საბერძნეთის ბანკის მიერ დაწესებული ახალი აკრძალვა, ქვეყნის მოქალაქეებს საზღვარგარეთ ერთჯერადად გამგზავრების დროს შეეხებათ და ქვეყნის გარეთ მაცხოვრებელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ დააზარალებს. ადრე საბერძნეთის მოქალაქეს, ყვეყნიდან გასვლის შემთხვევაში უფლება ჰქონდა, ნაღდი ფული 10 000 ევროს ოდენობით დეკლარაციის შევსების გარეშე გადაეტანა. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა ევკლიდ ცაკალოტოსმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, კრედიტის გადახდის პირობების შემსუბუიქების თხოვნის წერილი გაუგზავნა. მისი თქმით, საბერძნეთმა ევროპის სტაბირურობის ფონდს, ახალი კრედიტის გამოყოფის თხოვნით მიმართა, რომელიც მისივე განმარტებით უახლოს მომავალში გამოიყოფა. 6 აგვისტოდან საბერძნეთის ხელისუფლება, ახალი საპენსიო კანონპროექტის განხილვას იწყებს.