ბარაკ ობამა: „მსხვილი სამხედრო ოპერაციების ეპოქა დავასრულეთ“
ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკული ჯარის მიერ საზღვარგარეთ წარმოებული მსხვილმაშტაბიანი სამხედრო ოპერაციების ეპოქა დასრულდა .თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარი სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს. ,,დრო როდესაც ამერიკა სახმელეთო ჯარებს, მსხვილი სამხედრო ოპერაციებისათვის იყენებდა დასრულდა. მიმდინარე წლის მიწურულს ჩვენი ძალების უდიდესი ნაწილი ავღანეთს დატოვებს და სამშობლოში დაბრუნდება. ჩვენ ჩვენი მისია შევასრულეთ, დადგა დრო, რომ ავღანეთში წესრიგი ადგილობრივმა ძალოვნებმა დაიცვან. თუმცა მინდა ავღნიშნო, რეგიონი კვლავ რჩება სახიფათო ზონად“ – აღნიშნული განცხადება ობამამ, დისკ-ლეიკხარსტის ბაზაზე სამხედროებთან შეხვედრის დროს გააკეთა. 2014 წლის ბოლომდე, ამერიკის და მისი მოკავშირეების სამხედრო კონტინგენტი ავღანეთს დატოვებს. ალიანსი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარკვეული რაოდენობის სამხედრო სპეციალისტები დარჩებიან, რომლებიც ავღანური პოლიციის შენაერთებს გაწვრთნის და მათ, სამშვიდობო პატრულირების სწორი და უსაფრთხო წარმართვის მიზნით კოორდინირებას გაუწევენ.