ბათუმში ევროკავშირის დროშები აღმართეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბათუმში, მთავრობის სახლთან, ევროკავშირის დროეშები აღმართა.
,,ვინც ყველაზე მეტად გვეხმარება, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება იყოს შეუქცევადი, ესენი არიან ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. ამიტომაც აღვმართეთ დროშები ,,თავისუფლების კვარტალში“. ეს ქვეყნები ძალას არ იშურებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და საქართველოში იყოს სტაბილურობა. მადლიერების ნიშნად, რომ ჩვენი ქვეყნის მოკავშირეებს მთელი ქვეყანა პატივს სცემს, აქ, ,,თავისუფლების კვარტალში“, მათი დროშა იფრიალებს“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
ხვიჩა მამულაძე