აჭარაში COVID-19-ით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

აჭარაში COVID-19-ის 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა სულ 122 პაციენტი. 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ით 1 ადამიანი გარდაიცვალა.

დღევანდელი მონაცემებით, აჭარის რეგიონში მდებარე კლინიკებში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება (მართვით სუნთქვიაზე)  11 პაციენტი.

რეგიონის მასშტაბით კლინიკაში მკურნალობს 357 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 281 და სახლში – 742 ადამიანი.

აჭარაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე  COVID-19-ით სულ  32 600 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ხვიჩა მამულაძე