არასდროს არ ჰყოლია თელავის საკრებულოს ამდენი ექიმი კანდიდატი რამდენიც ახლა ჰყავს.

 ფაქტია პანდემიემ თავისი ქნა და ექიმის ავტორიტეტმაც საარჩევნო გარემოზე იმოქმედა …

ამბობენ ექიმებს ჰიპოკრატეს ფიცი ისევე სწამთ როგორც მორწუმნე მართმადიდებლებს ბიბლიის…

ფიპოკრატეს ფიცმა საუკუნეების განმავლობაში მრავალჯერ შეიცვალა სახე, თუმცა მისი ძირეული აზრი არ შეცვლილა. უმეტეს თანამედროვე ვარიანტში ყურადღება მახვილდება ვალდებულებაზე, რომელსაც მომავალი ექიმი პაციენტთან დაკავშირებით საკუთარ თავზე იღებს, აგრეთვე დაპირებაზე, რომ ყოველთვის პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სასარგებლოდ იმოქმედებს.

ჰიპოკრატეს თავდაპირველი ფიცი კი ასეთი შინაარსის იყო:

„ვფიცავ აპოლონ მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიასა და პანაკეას და ყველა ღმერთსა და ქალღმერთს, მოწმეებად ვრაცხ რა მათ, რომ კეთილსინდისიერად, ჩემი ძალ–ღონისა და ჩემის მიხვედრილობის შესაბამისად, აღვასრულო ქვემორე აღთქმა და წერილობითი ვალდებულება. ვინც შემასწავლა მკურნალობის ხელოვნება, ჩემი მშობლების თანასწორად მივიჩნიო იგი, გავუნაწილო მას ჩემი მონაგარი და საჭიროებისას შევეწიო გასაჭირში, მისი შთამომავალნი ჩემს ძმებად მივიღო და ხელოვნება, თუკი ისინი მის დაუფლებას მოისურვებენ, შევასწავლო უსასყიდლოდ და ყოველგვარი პირობის გარეშე. რჩევა–დარიგებანი, ზეპირი გაკვეთილები და ყოველივე დანარჩენი მოძღვრებისა ვამცნო ჩემსა ძეთ, ძეთ ჩემი მასწავლებლისა და მოწაფეებსაც, რომელნიც შეკრულნი არიან ვალდებულებითა და ფიცითა საექიმო კანონისდა კვალობაზე და არავის ვამცნო სხვას.

ვფიცავ ჩემი ძალ–ღონისა და მიხვედრილობის შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო განწესება დავუდგინო ავადმყოფს და ავერიდო ყოველგვარი ვნების მიყენებას და უსამართლობას; არ მივცე არცერთ მთხოვნელს მომაკვდინებელი საშუალება და არცა გზა ვასწავლო ასეთი ზრახვის შესრულებისა. ასევე არ მივცე არცერთ ქალს მუცლის მოსაშლელი პესარიუმი. სპეტაკად და უმწიკვლოდ მოვიხმარო ჩემი ცხოვრება და ჩემი ხელოვნება.

რომელ სახლშიც შევიდე მხოლოდ ავადმყოფის სასიკეთოდ შევაღო ამ სახლის კარი და არ იყოს გულსა ჩემსა წინაგანზრახვა, უმართებულობა და ავი სურვილი, მითუმეტეს ზრახვანი სამიჯნურონი ქალთა მიმართ, არცა აზატთა და არცა მონათა მიმართ. ოდეს მკურნალობის ჟამს ან თუ სხვა დროს ყური მოვკრა ანდა ვიხილო რაიმე კაცთა ცხოვრებიდან, რაიცა არ უნდა იქნეს გამჟღავნებული, საიდუმლოდ მივიჩნიო და არვის გავუმხილო იგი.

და მე, განუხრელად შემსრულებელსა ფიცისა, ბედნიერება მხვდეს ცხოვრებაში და ჩემს ხელოვნებაშიც და მადიდონ კაცთა უკუნითი უკუნისამდე, ხოლო უკეთუ დავარღვიო ფიცი ანდა ცრუ აღთქმა დავდო, პირუკუ მომეგოს მე!“, – წერდა ჰიპოკრატე.

რასაკვირველია, საუკუნეების განმავლობაში, სამედიცინო სფეროს განვითარებასთან და თანამედროვე გამოწვევებთან ერთად პირვანდელმა ტექსტმა რედაქტირება განიცადა, თუმცა უცვლელი დარჩა უმთავრესი – მედიკოსმა ყველაფერი გააკეთოს დაავადების დასამარცხებლად.

ყველა უნივერსიტეტში თავისებური ცერემონია იმართება და ფიცის დადების რიტუალიც განსხვავებულია – გამონაკლისი არც საქართველოა.

თუმცა მნიშვნელობა არ აქვს ჰიპოკრატეს ფიცს სად და რა ვითარებაში, როგორი სცენარით ორგანიზებულ ღონისძიებაზე წარმოთქვავ, დედამიწის ყველა წერტილში მცხოვრებ მომავალ ექიმს, კურსდამთავრებულს აერთიანებს ერთი მთავარი შეგრძნება – ცხოვრებას უკავშირებს ყველაზე უფრო ჰუმანურ საქმეს, რაც კი კაცობრიობას უკეთებია. ამ ღონისძიებაზე სიამაყისგან და სიხარულისგან ბევრი ცრემლიც დაღვრილა!

ანა ექიმს თელავის ერთ ერთ  დიდ სოფელ კურდღელაურში ყველა იცნობს. ანა ექიმი ამ სოფლის ექიმია. აქვს მაღალი ავტორიტეტი და სოფლის ნდობა…

ან ექიმი არც მეტი არც ნაკლები ქართულმა ოცნებამ სიის მე6 ნომრად ჩასვა. რაც იმას ნიშნავს რომ ამ სოფელში ხელისუფლებას დიდად ასიკეთო რეიტინგო არ აქვს. ამიტომ ახლა დაავადებულს და დასნეულებულ პარტიას ექიმის მეტი აშიკარად აქ ვერაფერი უშველიდა…

კახეთში ოპოზიცია “ქართული ოცნების” მიერ წინაასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამომრჩეველზე ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს. 

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი თელავში, გიორგი ბოტკოველი ამბობს, სოფელ კულდღელაურში, უბნის ექიმი მოსახლეობას ემუქრება: 

“ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ დღეს პანდემიის პირობებში, როდესაც ადამიანები ყოვედღიურად იხოცებიან, ამ ყველაფერში ჩართულები ჰყავთ სოფლის ექიმები. მე შემიძლია კონკრეტული ფაქტი დავასახელო, კურდღელაურის ექიმი, ქალბატონი ანა ოთარაშვილი, რომელიც პირდაპირ ახორციელებს მუქარასა და ზეწოლას, იმ სოფელში მცხოვრებელ ადამიანებზე და ეუბნება, რომ თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ თურმე”, – ამბობს ბოტკოველი.

ჩვენ დავინტერესდით ანა ოთარაშვილი როგორი კანდიდატი იყო ….

ჩვენი წყაროს ინფრომაციით ანა ოთარაშვილს ჰიპოკრატეს ფიცი საკრებულოს არჩევნებმა დაავიწყა. მაგალითად ვინც ხმას აძლევს ოცნებას ანა ექიმი მას სიაში წერს და აფრთხილებს რომ თავად გააკონტროლებს კურღელურელების მისვლის პროცეს არჩევნებზე. ანა ექიმი თავის პაციენტებს იმსაც ეუბნება რომ მას ისეთი რედგენი აქვს თვალებში რომ ყველაფერს ხედავს გრძნობს და ამჩნევს… ამიტომ ანა ექიმს ვინც მოატყუებს მას ექიმი სანატრელი გაუხდება.. და თუ ექიმი სანატრელი გაუხდება მაშინ ჯანმრთელობას სანატრელი ექნება…

როგორც ერთ ერთი კურდღელაურელი პაციენტი ჰყვება ჩვენთან …

„მივედი ჩემი ჩივილების გაზიარება მინდოდა, მომისმინა მერე გამსინჯა და თან მეუბნებოდა აბა ავადმყოფობაც უნდა ჩავაბაროთ წარსულს და შენს მიერ შერჩული გიორგი ბოტკოველიც… ახლა გადაწყვეტ ანა ექიმი თუ გიორგი ბოტკოველი ?“

სხვა კურდღელაურელი კი გვიყვება:

„ახლა მე რომ მოგიყვეთ რაც მითხრა მიხვდება რომ მე გეუბნებით ამიტომ მირჩევნია გავჩუმდე… არ ვიცი ალბათ წავალ არჩევნებზე და ხმას 41 ს მივცემ მთლად უექმოდ და უწამლოდ ხომ არ დავრჩები ?“

არა და ანა ექიმს ოდესღაც ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული …

ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ შევახსენოთ…

ანა ექიმს არ ახსოვს როგორ მტარდება ჰიპოკრატეს ფიცი :

„და მე, განუხრელად შემსრულებელსა ფიცისა, ბედნიერება მხვდეს ცხოვრებაში და ჩემს ხელოვნებაშიც და მადიდონ კაცთა უკუნითი უკუნისამდე, ხოლო უკეთუ დავარღვიო ფიცი ანდა ცრუ აღთქმა დავდო, პირუკუ მომეგოს მე!“        

თუ გინდა გყავდეს ექიმი მაშინ შემოხაზავ 41 ს თუ გინდა სხვა პარტია მაშინ ღმერის იმედი გქონდეს როცა ავად გახდები