ანგელა მერკელი: „ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი საბჭოთა არმიამ გაათავისუფლა“

5665

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მსოფლიო საზოგადოებას შეახსენა, რომ ოსვენციმის ტყვეები საბჭოთა არმიამ გაათავისუფლა. აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერმა საკონცენტრაციო ბანაკის მსხვეპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე გააკეთა. ,,ხვალ საბჭოთა არმიის მიერ, აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 70 წლისთავს ავღნიშნავთ. ადამიანის მოდგმის წინააღდეგ ჩადენილ დანაშაულს დრო და ისტორია ვერ შთანთქვას. ჩვენ უფლება არ გვაქვს ეს დანაშაული დავივიწყოთ და უბრალოდ ვალდებულნი ვართ მომავალ თაობებს ამის შესახებ მოვუყვეთ. მილიონიბით სიცოცხლე შეეწირა ფაშისტურ რეჟიმს და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს გერმანელი ხალხი მის წილ პასუხისმგებლობას ვერასდროს გაექცევა“ – ხაზგასმით აღნიშნა ქალბატონმა კანცლერმა. რამოდენიმე დღის წინ გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის საგარეო სამქეთა მინისტრმა ფრანკ-ვატერ შტაინმაიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოსვენციმის სიკვიდლის ბანაკი საბჭოთა არმიამ გაათავისუფლა და 27 იანვარი გერმანელი ხალხის სირცხვილის დღეა: ,,გერმანია აღიარებს ისტორიულ პასუხისმგებლობას. ნაცისტებმა მილიონიბით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს პოლონეთში, ყოფილ საბჭოთა კავშირსა თუ სხვა უამრავ ქვეყანაში. 27 იანვარი გერმანიის სირცხვილის დღეა“.  21 იავნარს პოლონეთის საგარეო სამქეთა მინისტრმა გჟეგოჟ სხეტინამ რადიოინტრევიუს დროს განაცხადა, რომ ოსვენციმის სიკვიდლის ბანაკი უკრაინელებმა გაათავისუფლეს, რადგან საკონცენტრაციო ბანაკის ჭიშკარი პირველმა უკრაინელმა ჯარისკაცმა შეაღო.