ანგელა მერკელი „დაჰაუ“-ს საკონცენტრაციო ბანაკს ესტუმრება

ბა23

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, 3 მაისს, ამერიკელების მიერ განთავისუფლებულ, პირველ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკს ,,დაჰაუ”-ს ესტურმება და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს. წერს The Times of Israel-ი. როგორც კანცლერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ანგელა მერკელი ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე სიტყვით გამოვა და დაღუპულთა ხსოვნისადმი აღმართულ მემორიალს გვირგვინით შემაკობს. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, ნაცისტური რეჟიმის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას, სიკვდილს გადარჩენილი, 130 ყოფილი პატიმარიც მიიღებს. ,,დაჰაუ” საკონცენტრაციოა ბანაკი, 1933 წლის მარტში, ადოლფ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ დაარსდა, რომელიც ძირითადად პოლიტპატიმრებისათვის იყო გათვლილი.