ამირან გამყრელიძე: „პირდაპირ გეუბნებით, მომავალი ორი კვირა გვექნება სიკვდილიანობის ზრდა“

„პირდაპირ გეუბნებით, მომავალი ორი კვირა გვექნება  სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდა, რადგან ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა არის კრიტიკულ მდგომარეობაში, 400-მდე პაციენტი გახლავთ ხელოვნურ ვენტილაციაზე“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სიკვდილიანობის ზრდა მოსალოდნელი იყო.

„ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ როგორც სტატისტიკიდან ხედავთ, ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ, სიკვდილიანობის ზრდა, რომელიც მოსალოდნელი იყო.

სიკვდილიანობა, როგორც წესი, დაახლოებით, 2-3 კვირით ინაცვლებს, როცა იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი, ანუ 2-3 კვირის შემდეგ ვლინდება სიკვდილიანობის ზრდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნენე ინჯგია